ალუბლის შედევრი - ტორტი დახვეწილი გემოვნების ადამიანებისთვის

კულინარია

14 მაისი 12:00, 2017 წელი

ალუბლის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, უგემრიელესი ალუბლის ტორტის რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც მარტივად მოსამზადებელი ნამდვილად არ გახლავთ, თუმცა შედეგი ძალისხმევად ნამდვილად ღირს.

შავი ბისკვიტისთვის:
კვერცხი - 6 ცალი,
ფქვილი - ნახ. ჭიქა
შაქარი - 1 ჭიქა
სახამებელი - 3 ს/კ.
კაკაო - 50 გრ.
ვანილი, კარაქი - 50 გრ.

თეთრი ბისკვიტისთვის:
კვერცხი - 6 ცალი,
ფქვილი - ნახ. ჭიქა
შაქარი - 1 ჭიქა
სახამებელი - 1/2 ჭიქა.
ვანილი, კარაქი - 50 გრ.


სიროფი:
ცოცხალი ან გაყინული ალუბალი (კომპოტის არ გამოდგება) – 500 გრ.
შაქარი - 50+150 გრ.
ალუბლის ლიქიორი ან უბრალო კონიაკი - 2 ს/კ.

შოკოლადის კრემი:
რძე - 250 მლ.
შავი შოკოლადი - 250 გრ.
კვერცხის გული - 3 ცალი,
ფქვილი - 1 სუფრის კოვზი.
მასკარპონეს კრემი:
მასკარპონე - 250 გრ.
ნაღები - 250 მლ.
შესქელებული რძე - 1 ქილა.


ტორტის მომზადების წესი


№1 მოქმედება:
შავი ბისკვიტის გამოსაცხობად, კვერცხები გატეხეთ და ცილა და გული გააცალკევეთ.
გულები ათქვიფეთ კარაქთან და კაკაოსთან ერთად. ცილები კი შაქართან ერთად, მყარი, ღრუბლისებრი მასის მიღებამდე.
ფქვილი და სახამებელი ერთმანეთში აურიეთ და საცერის დახმარებით, ათქვეფილ ცილებს დაუმატეთ.
ამის შემდეგ, ცილიან მასას ფრთხილი მორევით შეურიეთ კვერცხისგულიანი და კაკაოიანი მასა.
მზა ცომი ცხიმწასმულ ფორმაში ჩაასხით და 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში აცხვეთ.

№2 მოქმედება:
თეთრი ბისკვიტისთვის იმავე რაოდენობისა და პროპორციების პროდუქტები დაგჭირდებათ, მხოლოდ კაკაოს გარეშე და სახამებელი 3 ს/კ-ის ნაცვლად, ნახევარი ჭიქა იქნება საჭირო.
ბისკვიტის ცომი იმავე წესით მოამზადეთ და გამოაცხვეთ.

№3 მოქმედება:
ალუბლის სიროფის მოსამზადებლად, კურკებგამოცლილ ალუბალს დააყარეთ 50 გრ. შაქარი და დაახლოებით 40 წთ. დატოვეთ.
ალუბალი გამოყოფს, დაახლოებით, 200 მლ. წვენს, რომელიც უნდა შეინახოთ.
ალუბლის წვენს დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და სიროფი მოადუღეთ.
როგორც კი წამოდუღდება, ლიქიორი ან კონიაკი დაუმატეთ.
სიროფი დაახლოებით 5 წუთი ადუღეთ, შემდეგ შიგნით ალუბლები ჩაყარეთ და კიდევ 3 წუთი ხარშეთ. სიროფი ცეცხლიდან გადმოდგით, გააგრილეთ და მაცივარში შეინახეთ.

№4 მოქმედება:
შოკოლადის კრემის მოსამზადებლად, რძე გააცხელეთ, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ან დატეხილი შოკოლადი და ურიეთ, სანამ შოკოლადი მთლიანად არ გადნება. კვერცხის გულები ასრისეთ ფქვილთან ერთად და ნელ-ნელა, მიქსერის დახმარებით (დაბალ ბრუნებზე) შეათქვიფეთ ცხელი შოკოლადიანი რძე. ამის შემდეგ, ჯამი ძალიან დაბალ ცეცხლზე დაადგით და შეუჩერებელი მორევით, გასქელებამდე მიიყვანეთ. კრემი ცეცხლიდან გადმოდგით, გააგრილეთ და მაცივარში შეინახეთ.

№5 მოქმედება:
თეთრი და შავი ბისკვიტი, დაახლოებით, 12 საათი უნდა გააჩეროთ, ამასობაში შეგიძლიათ, მასკარპონეს კრემის გამზადებას და ტორტის აწყობას შეუდგეთ. მასკარპონეს კრემის მოსამზადებლად, ნაღები და შესქელებული რძე ერთად ათქვიფეთ, შემდეგ ნელ-ნელა, თქვეფის შეუჩერებლად, დაუმატეთ მასკარპონე და კრემი მაცივარში შეინახეთ.

№6 მოქმედება:
თეთრი ბისკვიტი დიაგონალზე, ორ თანაბარ ნაწილად გაჭერით, შავი კი - საშუალო ნაჭრებად.
შავი ბისკვიტის ნაჭრების 2/3-ს ტორტში გამოიყენებთ, დანარჩენი კი მის მოსართავად დაგჭირდებათ. მაცივრიდან გამოღებული სიროფით დანამეთ თეთრი ბისკვიტი და წაუსვით შოკოლადის კრემის ნახევარი. ამის შემდეგ ბისკვიტი ტორტის სპეციალურ რგოლში მოათავსეთ და შავი ბისკვიტის ნაჭრები მოაწყვეთ. გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ნაჭერი წინასწარ სიროფში უნდა დაასველოთ.
შავი ბისკვიტის ნაჭრებს შორის, მოათავსეთ ალუბლები და სქლად გადაუსვით მასკარპონეს კრემი (კრემის 1/3 ტორტის მოსართავად დაგჭირდებათ).
ამის შემდეგ ტორტის ნახევარს დაადეთ წინასწარ დანამული თეთრი ბისკვიტის მეორე ნახევარი და შოკოლადის კრემი გადაუსვით.
ტორტი მაცივარში ერთი საათით შეინახეთ, ისე, რომ რგოლი არ მოხსნათ.

№7 მოქმედება:
ერთი საათის შემდეგ, ტორტი მაცივრიდან გამოიღეთ და მასკარპონეს კრემი გადაუსვით.
ამის შემდეგ, შავი ბისკვიტის ნაჭრები
ბლენდერში დააქუცმაცეთ, დაუმატეთ,
დაახლოებით, 3 ს/კ გამდნარი შოკოლადი და ამ მასისგან ბურთულები გამოძერწეთ. ყოველი ბურთულა ამოავლეთ ჯერ გამდნარ შოკოლადში, შემდეგ დეკორატიულ საფანელში.

ტორტი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

შენიშვნა:
სასურველია, რომ გაჭრამდე ტორტი მაცივარში 10 საათი გააჩეროთ.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?