საჭირო პროდუქტი:
კარაქი - 350 გრ.
არაჟანი - 300 გრ.
კვერცხი - 4 ცალი
ფქვილი - 4 ჩ/ჭ.
სოდა - 1 ჩ/კ.
შაქარი - 2,5 ჩ/ჭ.
ნიგოზი - 2 ჩ/ჭ.
თაფლი - 2 ს/კ.
მომზადების წესი:
1. ცომის მოსამზადებლად, 300 გრ. კარაქი ფქვილს კარგად შეაზილეთ. დაუმატეთ 3 კვერცხის გული, არაჟანი და სოდა. მოზილეთ ცომი და 1 საათით მაცივარში გააჩერეთ.
2. ცომი მაცივრიდან გამოიღეთ და 8 ნაწილად გაყავით.
3. მოამზადეთ გულსართი: ნიგოზი მსხვილად გაატარეთ. კარგად ათქვიფეთ 4 კვერცხის ცილა, დაუმატეთ შაქარი და ბოლოს - გატარებული ნიგოზი.
4. ცომის ყოველი გუნდა ფქვილმოყრილ ზედაპირზე თხლად გააბრტყელეთ.
5. ცხიმწასმული თუნუქის ფურცელზე დააფინეთ ცომი, თანაბრად მოაყარეთ გულსართი, ისევ ცომი, გულსართი და ასე გააგრძელეთ ბოლომდე. ბოლო ფენა ცომი უნდა იყოს. ამის შემდეგ, ნამცხვარი რომბების ფორმაზე დაჭერით, გადაუსვით კვერცხის გული, მოაწყვეთ ნიგვზის ლებნები და 200 გრადუსზე, 40-50 წუთის განმავლობაში აცხვეთ.
6. გამოცხობამდე 5-10 წუთით ადრე, ნამცხვარი ჰაერღუმელიდან გამოიღეთ და თავზე 50 გრამ კარაქთან ერთად გამდნარი თაფლი მოასხით. ამის შემდეგ ისევ ჰაერღუმელში დააბრუნეთ და ცხობა დაასრულეთ.
შენიშვნა: გამომცხვარი ფაქლავის თუნუქის ფურცლიდან გადმოტანა მხოლოდ მისი მთლიანად გაციების შემდეგ არის შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ნაწილებად დაიშალოს.
გემრიელად მიირთვით!