ბანოფი - ინგლისური ტორტი, რომელსაც ცხობა არ სჭირდება

კულინარია

5 ნოემბერი 12:00, 2017 წელი

უნაზესი ბანანი ნებისმიერ დესერტში გემრიელია, მით უფრო, თუ დესერტი ოჯახშია დამზადებული, რომელსაც მაღაზიაში ნაყიდი ვერ შეედრება. ინგლისური ტორტი ბანოფი ღუმელთან ტრიალს არ მოითხოვს და ძალიან გემრიელია.

ტორტისთვის დაგჭირდებათ:
ფხვიერი ნამცხვარი „საიუბილეო“ – 300 გრ
კარაქი - 100 გრ


გულსართისთვის:
მოხარშული შესქელებული რძე,
ბანანი - 3 ცალი,
ნაღები - 450 გრ
შაქრის პუდრი -2 ს/კ


გასაფორმებლად:
ხსნადი ყავა, კაკაო ან შოკოლადი


მომზადების წესი:
1. ფხვიერი ნამცხვარი კარგად დაფშვენით. დაუმატეთ გამდნარი კარაქი და აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას  მიიღებთ.
2. მიღებული მასა გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში. ხელის მოძრაობით, ოდნავ დაპრესეთ და 20 წუთით მაცივარში დატოვეთ.
3. მაცივრიდან გამოღების შემდეგ ნამცხვარს მოხარშული, შესქელებული რძის სქელი ფენა გადაუსვით. დაჭერით ბანანი თქვენთვის სასურველ ფორმებად და შესქელებული რძის ფენაზე დაალაგეთ.
4. ნაღები და შაქრის პუდრა ისე ათქვიფეთ, რომ მყარი კონსისტენციის მასა მიიღოთ. ნაღების კრემი საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ და ტორტზე თქვენთვის სასურველი ფორმები დასვით.
5. ტორტი შეგიძლიათ კაკაოს ფხვნილით, ყავით ან გახეხილი შოკოლადით გააფორმოთ. ყველაფერი თქვენს სურვილსა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.
6. ტორტი 40 წუთით მაცივარში შედგით, რათა ყველა ინგრედიენტი კარგად გაუჯდეს.

გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?