ქათმის ღვიძლი არაჟნის სოუსით - კერძი, რომელიც ოჯახის მენიუში აუცილებლად უნდა შეიტანოთ

კულინარია

9 ნოემბერი 12:00, 2017 წელი

ამ კერძის მომზადება მარტივია, იაფიც დაგიჯდებათ და თანაც ძალიან ნოყიერი და ჯანმრთელია. ასე რომ, შეუდექით... 

მოსამზადებლად საჭიროა:
ქათმის ღვიძლი - 600 გრ;
სტაფილო - 2 ცალი;
ხახვი - 2 თავი;
ნიორი - 1 კბილი;
არაჟანი - 500 გრ;
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ;
სუნელები (უცხო სუნელი, ქინძი) - გემოვნებით;
მარილი - გემოვნებით;


მომზადების წესი:
ქათმის ღვიძლი საგულდაგულო გარეცხეთ და დატოვეთ საწურზე, სანამ დანარჩენი პროდუქტი მომზადდება 
გახეხეთ სტაფილო საშუალო ზომის სახეხზე.
ტაფაზე მოასხით ზეთი, გააცხელეთ და მოთუშეთ ნიორი. ამგვარად ზეთს სასიამოვნო არომატი მიეცემა. ნიორი მოთუშვის შემდეგ შეგიძლიათ, გადააგდოთ.
ნივრიან ზეთში მოთუშეთ ქათმის დაჭრილი ღვიძლი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. როგორც კი მოითუშება, გადაიტანეთ თეფშზე და იმავე ტაფაზე მოთუშეთ სტაფილო, ხახვთან ერთად.
შემდეგ, ტაფაზე დააბრუნეთ ქათმის შებრაწული ღვიძლი, მოაყარეთ სუნელები და კარგად მოურიეთ.


ბოლოს დაამატეთ არაჟანი და დაელოდეთ კერძის ადუღებას;
შემდეგ ცეცხლს დაუწიეთ და განაგრძეთ მოთუშვა თავდახურულ ტაფაში კიდევ 5 წუთი.
სულ ესაა.


შენიშვნა:
კერძის მოსამზადებლად სასურველია ნაკლებად ცხიმიანი არაჟანი გამოიყენოთ (10-15%);
თუკი არაჟანი ძალიან ცხიმიანია, შეგიძლიათ, წყალში გააზავოთ;


იმისთვის, რომ კერძი გემრიელი გამოვიდეს, ქათმის ღვიძლი საგულდაგულოდ შეარჩიეთ. შეძენამდე კარგად დააკვირდით პროდუქტის სუნსა და ფერს;


ქათმის ღვიძლს უფრო სასიამოვნო გემო ექნება, თუკი მას რძეში დაალბობთ. ამგვარად, ღვიძლი უფრო დარბილდება და მოთუშვის დროს არ დაიწვება.


თუკი ღვიძლს რძეში ვერ ალბობთ, შეგიძლიათ, სათითაო ნაჭერს ცოტაოდენი საკვები სოდა მოაყაროთ. ხოლო ნახევარი საათის შემდეგ სოდა ცივი წყლით ჩამორეცხეთ.


თუკი ქათმის ღვიძლს რამდენიმე საათით შავი პილპილისა და ნივრის მარინადში გააჩერებთ, ის პიკანტურ გემოსა და არომატს შეიძენს.

სუფრაზე მიტანის წინ კერძს სურვილისამებრ შეგიძლიათ, მწვანილებიც მოაყაროთ ან მსუბუქი გარნირი მოუმზადოთ.

გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?