ვაშლის შარლოტკა - არომატული დესერტი არაჟნის კრემით

კულინარია

10 დეკემბერი 12:00, 2017 წელი

თუ ვაშლის ნამცხვრების მოყვარული ხართ, ეს უგემრიელესი შარლოტკა აუცილებლად მოგეწონებათ. თანაც, ის არამარტო გემრიელია, ისეთი ფორმაც აქვს, რომ ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს.

საჭირო პროდუქტი:
ვაშლი - 1 კგ
ფქვილი - 2 ჭიქა
კარაქი - 150 გრ
არაჟანი - ნახ. ჭ
სოდა - ნახ. ჩ/კ
ძმარი - 1 ჩ/კ
კვერცხი - 1 ცალი
შაქარი - 1 ჭიქა
ვანილი


მომზადების წესი:


1. ორი სუფრის კოვზი ფქვილი კრემისთვის დაიტოვეთ, დანარჩენი კი დარბილებულ კარაქთან ერთად ასრისეთ. მიღებულ მასას ნახევარი ჭიქა წყალი, ძმარში გახსნილი სოდა და ვანილი დაუმატეთ და რბილი ცომი მოზილეთ.
2. ვაშლი გაფცქვენით, გაასუფთავეთ და თხელ ნაჭრებად დაჭერით (ეცადეთ, ტკბილი და მჟავე ჯიშები შეურიოთ).
3. ნამცხვრის ფორმას ძირსა და გვერდებზე კარაქი წაუსვით. გაბრტყელებული ცომი ფორმაში ჩააფინეთ და თავზე ვაშლის ნაჭრები მოაწყვეთ. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, ვაშლს თავზე შაქარში არეული დარიჩინი მოაყაროთ.
4. კრემის მოსამზადებლად შაქარი, კვერცხი, არაჟანი და ორი სუფრის კოვზი ფქვილი კარგად აურიეთ და მიქსერით ათქვიფეთ (კრემი საკმაოდ თხელი უნდა გამოვიდეს).
5. არაჟნის კრემი ვაშლის ნამცხვარს თავზე მოასხით და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-50 წთ. აცხვეთ.
6. მზა ნამცხვარი ფორმიდან მხოლოდ გაგრილების შემდეგ ამოიღეთ.

გემრიელად მიირთვით!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?