საჭირო პროდუქტი:
ფხვიერი ნამცხვარი - 200 გრ
კარაქი - 100 გრ
ბანანი - 3 ცალი
არაჟანი - 400 მლ
რძე - 100 მლ
შაქარი - 6 ს/კ
შავი შოკოლადის ფილა
ჟელატინი - 10 გრ
მომზადების წესი:
1. 10 გრ ჟელატინს დაასხით 100 მლ. თბილი წყალი და ნახევარი საათი გააჩერეთ.
2. ფხვიერი ნამცხვარი ბლენდერში დაფშვენით, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ.
3. ფორმაში, რომელსაც გვერდები ეხსნება, საცხობი ქაღალდი წრიულად ჩააფინეთ (როგორც ფოტოზეა) კარაქიანი მასა ფორმაში გადაიტანეთ და ხელის მოძრაობით დატკეპნეთ. ამის შემდეგ, ფორმა მაცივარში შედგით და ნახევარი საათი დატოვეთ.
4. პატარა ქვაბში ჩაასხით რძე. დაუმატეთ შაქარი, გაფუებული ჟელატინი და გახეხილი შოკოლადი. რძე ცეცხლზე დაადგით და განუწყვეტელი მორევით ადუღებამდე მიიყვანეთ (არ უნდა ადუღდეს)ამის შემდეგ, შოკოლადიანი რძე ცეცხლიდან გადმოდგით და ცოტა გააგრილეთ. თანდათან დაუმატეთ არაჟანი და ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას მიიღებთ.
5. ტორტი მაცივრიდან გამოიღეთ და შუაზე გაჭრილი ბანანები მოაწყვეთ. შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ შოკოლადიანი მასა და ისევ მაცივარში, ამჯერად 3 საათით მოათავსეთ. გაცივებული ტორტი მაცივრიდან გამოიღეთ, ფორმას გვერდები მოხსენით და ტორტი სასურველი ზომის ნაჭრებად დაჭერით.
გემრიელად მიირთვით!