„ნაძვის ხის“ მოსამზადებლად საჭიროა:
ხაჭო - 250 გრ;
ბულგარული წიწაკა (წითელი) – 2 ცალი;
„სომხური ლავაში“ - 1 ფირფიტა;
სალათის ფურცლები - რამდენიმე ცალი;
მაგარი ყველი - 60 გრ;
ზეთისხილი - 10 ცალი;
ბაზილიკი და მარილი - გემოვნებით.
„ნაძვის ხის“ მომზადების წესი:
პერგამენტის ქაღალდი გადააკარით მყარ ზედაპირზე და ზედ დააფინეთ სალათის ფურცლები.
სალათის ფურცლებზე დაალაგეთ ამ ფურცლების ზომებად დაჭრილი ლავაში.
ცალკე ჯამზე გახეხეთ ყველი, დაამატეთ ხაჭო, დაჭრილი ზეთისხილი, ბულგარული წიწაკა, ბაზილიკი და კარგად გადაურიეთ.
მიღებული მასა ლავაშზე თანაბრად გადაანაწილეთ.
შემდეგ ფრთხილად გადაახვიეთ, ისე რომ პერგამენტის ქაღალდი შიგნით არ შეჰყვეს.
გადახვეულ რულეტებს ხელითვე მიეცით სამკუთხედის ფორმა.
შემდეგ, შედგით მაცივარში, დაახლოებით, ორი საათით.
როგორც კი მაცივრიდან გამოიღებთ, მოარგეთ ჩხირებზე ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
სულ ეს არის.
ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!