შვარცვალდის სადღესასწაულო ტორტი „შავი ტყე“ - გემოს ჰარმონია

კულინარია

14 იანვარი 12:00, 2018 წელი

შვარცვალდი გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ტყიანი მასივია, რომელსაც უგემრიელესმა ტორტმა მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი. სიტყვა „შვარცვალდი“ გერმანულად „შავ ტყეს“ ნიშნავს და სწორედ აქედან მომდინარეობს ჩვენი ტორტის სახელი. 

ერთი შეხედვით, ტორტი შეიძლება რთულად მოსამზადებელი გეჩვენოთ, თუმცა, თუ ინსტრუქციას მიჰყვებით, შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.

საჭირო პროდუქტი:
კარაქი - 60 გრ
ვანილის ექსტრაქტი - 1 ჩ/კ
ფქვილი - 150 გრ (1 ჭიქა)
სიმინდის სახამებელი - ნახ.ჭიქა
კაკაო - 65 გრ
მარილი - ნახ. ჩ/კ
კვერცხი - 8 ცალი (მსხვილი)
შაქარი - 250 გრ (1,25 ჩ/ჭ)


ალუბლის გულსართი:
კურკაგამოცლილი, გაყინული ალუბალი (სუპერმარკეტებში იყიდება) - 600 გრ (4 ჩ/ჭ)
შაქარი - 200 გრ (1 ჭიქა)
კარაქი- 30 გრ
რომი - 60 მლ (მეოთხედი ჭიქა)
სიმინდის სახამებელი - მეოთხედი ჭიქა
წყალი - 2 ს/კ
ლიმონის წვენი - 1 ს/ლ


დასანამი სიროფი:
შაქარი - 1 ჭიქა (200 გრ)
რომი ან ლიქიორი - 180 მლ (ჭიქის სამი მეოთხედი)
წყალი - 120 მლ (ნახ.ჭიქა)

ნაღების კრემი:
33-35%-იანი ნაღები - დაახლოებით 1 ლ (4 ჭიქა)
შაქრის პუდრა - ნახ.ჭიქა (60 გრ)


მოსართავი:
შავი შოკოლადის ბურბუშელა - 200 გრ
ალუბალი (სასურველია ყუნწით) – 12 ცალი


მომზადების წესი:


1. კარაქი გაადნეთ და ვანილის ექსტრაქტი შეურიეთ. ცალკე ჯამში გაცერით ფქვილი და შეურიეთ სახამებელი, კაკაო და მარილი.
2. ღუმელი 190 გრადუსზე გაახურეთ. 20 სმ-ის დიამეტრის ორ ფორმას შიგნიდან კარგად წაუსვით კარაქი და ფქვილი მოაფრქვიეთ.
3. კვერცხი და შაქარი კარგად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. შემდეგ წყლის აბაზანაზე გადაიტანეთ და თქვეფა შაქრის გადნობამდე გააგრძელეთ. აბაზანიდან გადმოდგით და კიდევ 10 წუთი მაღალ სიჩქარეზე, შემდეგი 5 წუთი კი საშუალო სიჩქარეზე თქვიფეთ. ამის შემდეგ მიქსერი მინიმალურ სიჩქარეზე გადართეთ და ჯერ ფქვილოვანი მასა, შემდეგ კი გამდნარი კარაქი შეურიეთ. კიდევ 5-10 წამი თქვიფეთ და ცომი ფორმებში გადაიტანეთ. გახურებულ ღუმელში ბისკვიტები 20 წუთის განმავლობაში უნდა აცხოთ. ამის შემდეგ, ბისკვიტები ღუმელიდან გამოიღეთ, გააგრილეთ და ორ თანაბარ ნაწილად გაჭერით.
4. გულსართის მოსამზადებლად, გაყინული ალუბალი, რომი და შაქარი ერთმანეთში აურიეთ და საშუალო ცეცხლზე დაადგით. მალე ალუბალი წვენს გამოუშვებს. მასა ადუღებამდე მიიყვანეთ და 5 წუთი ადუღეთ. ცალკე ჯამში სახამებელი წყალში გახსენით, დაუმატეთ ლიმონის წვენი და ალუბლიან მასას დაუმატეთ. კარგად აურიეთ და დაახლოებით, 1 წუთი ადუღეთ, სანამ შესქელდება. ამის შემდეგ კარაქი დაუმატეთ, კარგად აურიეთ და სხვა ჯამში გადაიტანეთ, სადაც კარგად უნდა გაცივდეს. გაითვალისწინეთ,რომ ტორტის აწყობის დროისთვის, გულსართი კარგად გაცივებული უნდა იყოს, ამიტომ შეგიძლიათ, მაცივარში შეინახოთ.
5. დასანამის მოსამზადებლად, რომი ან ლიქიორი შაქართან და წყალთან შეურიეთ, საშუალო ცეცხლზე დაადგით და 1 წუთი ადუღეთ, სანამ შაქრის კრისტალები მთლიანად არ გადნება.
6. ნაღები და შაქრის პუდრა ისე ათქვიფეთ, რომ მყარი კონსისტენციის ღრუბელი მიიღოთ.
7. შოკოლადის ბურბუშელების მოსამზადებლად, შავი შოკოლადის ფილა მიკროტალღურ ღუმელში ცოტა დაარბილეთ (10-15 წამით) და მრგვალი მეტალის ფორმით ან ბოსტნეულის სათლელით ბურბუშელები ჩამოთალეთ. გაითვალისწინეთ, შოკოლადის ფილა რაც უფრო დიდია, პროცესი მით უფრო მოხერხებული იქნება.
8. ახლა ტორტის აწყობას უნდა შეუდგეთ:
ოთხი ფენიდან ერთ-ერთი ფართო ლანგარზე დადეთ და სილიკონის ფუნჯით დასანამი სიროფის მეოთხედი წაუსვით. ამის შემდეგ ბისკვიტის ზედაპირზე გულსართის მესამედი გაანაწილეთ (კიდეებამდე, დაახლოებით 1 სანტიმეტრი თავისუფალი დატოვეთ). ათქვეფილი ნაღები თხლად და თანაბრად გადაუსვით და ბისკვიტის მეორე ფენა დაადეთ.
9. იგივე პროცედურა კიდევ ორჯერ გაიმეორეთ. ტორტის ზედა ფენა და გვერდები მთლიანად ნაღები კრემით დაფარეთ. ამის შემდეგ, ერთი ხელით ტორტი დაიკავეთ და მეორით შოკოლადის ბურბუშელა შეაყარეთ. ტორტის ზედა მხარის გასაფორმებლად, ნაღების კრემი, ალუბლები და საკუთარი ფანტაზია გამოიყენეთ.

შენიშვნა: სუფრასთან მიტანამდე, ტორტი მინიმუმ, ორი საათით მაცივარში უნდა გააჩეროთ.

გემრიელად მიირთვით! 

დღის ჰოროსკოპი

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„დებატები უკეთესი განათლებისთვის“ - გამორჩეული მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

10 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი კოპალაში“ (ანტონ ჩეხოვის ქუჩა 8/10) გაიმართა პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მონაწილე მოსწავლეებისა და საუკეთესო მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი. ინფორმაციას „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სამზარეულოს ტექნიკა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიძინო, თუკი მარტო აპირებ საცხოვრებლად გადასვლას

რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე საცხოვრებლად მარტო გადასვლის შესაძლებლობა? ამ დროს გონებაში უკვე ვაწყობთ მომავალ ბინას, უკვე ვიცით, სად დავიდგამთ საყვარელ სავარძელს; სად მოვიწყობთ სამუშაო თუ დასასვენებელ სივრცეებს.
დღის ჰოროსკოპი

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა

„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა და ამიერიდან ერთგული მომხმარებლები იტალიური პეპერონის, მარგარიტას და პიცის ყველით და ლორით დაგემოვნება მხოლოდ 5.50 ლარად შეეძლებათ. ინფორმაციას „ვისოლ ჯგუფი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ეს ადგილი კომფორტის მოყვარული მსმენელისთვის შევქმენით“,-7 აგვისტოს ღია ცის ქვეშ ახალი სივრცე იხსნება!

პანდემიის დასრულების შემდეგ ღონისძიებების სერია აქტიურად განახლდა, თბილისს ნელ-ნელა ემატება ახალი სივრცეები. ერთ-ერთი მათგანი Eclectik Space ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველ სტუმრებს 7 აგვისტოს უმასპინძლებს.
დღის ჰოროსკოპი

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ევროპაბეთზე მიმდინარე რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში დასრულდა

კომპანია ევრობაპეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატი ჩატარდა.