ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
კვერცხი - 6 ცალი
დაჭრილი ნიგოზი - 1 ჭიქა
ფქვილი - 550 გრ
სოდა - 2 ჩ/კ
თაფლი - 300 გრ
შაქარი - 300 გრ
ვანილი
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
სქელი არაჟანი - 500 გრ
შაქრის პუდრა - 300 გრ
მომზადების წესი:
1. შაქარი და კვერცხი კარგად ათქვიფეთ, სანამ მოცულობაში ორჯერ მოიმატებს. დაუმატეთ სოდა, თაფლი, გატარებული ნიგოზი და თქვეფა დაბალ სიჩქარეზე გააგრძელეთ (თუ თაფლი სქელია, ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ) დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ თხელი ცომი. ცომი დაახლოებით 2-3 საათით მაცივარში შედგით, შემდეგ გამოიღეთ და 4 ნაწილად გაყავით.
2. თუნუქის ცივ ფურცელზე დააფინეთ ცხიმწასმული საცხობი ქაღალდი. ცომის მეოთხედი ნაწილი დაასხით და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით შედგით. ტორტის ფენები ფერს რომ შეიცვლის, მზადაა და შეგიძლიათ, გამოიღოთ.
3. კრემის მოსამზადებლად, არაჟანი და შაქრის პუდრა ათქვიფეთ. კარგად რომ გასქელდება და აფუმფულდება, ტორტის ფენებს გვერდები ჩამოათალეთ, შემდეგ კი კრემი სქლად წაუსვით და ერთმანეთზე დაალაგეთ. არაჟნის კრემი ტორტს თავსა და გვერდებზეც წაუსვით, ბოლოს კი ჩამონათალი გვერდების წვრილი ნაფხვენები მოაყარეთ ან გამდნარი შოკოლადი მოასხით. მზა ტორტი მთელი ღამით მაცივარში დატოვეთ. სუფრასთან მიტანამდე მაცივრიდან ერთი საათით ადრე გამოიღეთ.
გემრიელად მიირთვით!