შვრიის დესერტი ნიგვზითა და შავი ქლიავით (სამარხვო)

კულინარია

1 აპრილი 12:00, 2018 წელი

4 ულუფა; მომზადების დრო - 10 წუთი; ერთი ულუფის ენერგეტიკული ღირებულება 335 კკლ; ცილები 8,9 გრ; ცხიმი 14,3 გრ; ნახშირწყლები 47,3 გრ.


 

საჭირო პროდუქტი:
შავი ქლიავი - 80 გრ
ნიგოზი - 65 გრ
შვრიის ფანტელი - 2 ჭიქა
თაფლი - გემოვნებით
წყალი - 2 სუფრის კოვზი

მომზადების წესი:
1. შავი ქლიავის ჩირი წვრილად დაჭერით; ნიგოზი დანაყეთ; შვრიის ფანტელი მშრალ ტაფაზე 5 წუთის განმავლობაში მოხალეთ;

2. შემდეგ ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და დაასხით ადუღებული ცხელი წყალი 2 სუფრის კოვზი. წყალი დაასხით თანდათანობით და არა - ერთბაშად; მასა უნდა მიიღოთ ნოტიო, სქელი და წებოვანი, მაგრამ არა - სველი;


3. ტაფაზე ქაღალდის ხელსახოცით მოუსვით ზეითუნის ზეთი. ზედ დადეთ მიღებული მასა და ხელით გადაასწორეთ/დატკეპნეთ. ამ პროცესის მასა არ დაგეშალოთ - კვლავ წებოვანი და მკვრივი უნდა იყოს. თუკი შეატყობთ, რომ იშლება, დაამატეთ შვრიის ფანტელები;  

4. ტაფა ძალიან დაბალ ცეცხლზე დადგით. უმჯობესია - გაზგამანაწილებელზე. სახურავი დაახურეთ. თითო მხარეს დაახლოებით, 7-1 წუთი აცხვეთ. ცოტათი უნდა შეიფეროს და კიდევ უფრო შეიკრას;

5. მეორე მხარეს გადმოსაბრუნებლად ტაფაზე მოთავსებულ მასას დაადეთ დიდი თეფში, შემდეგ ცალი ხელით თეფში გეჭიროთ, მეორეთი კი ტაფა გადააბრუნეთ. თეფშზე გამოუცხობი მხარე მოხვდება. და სწორედ ამ მხრიდან ნელ-ნელა ჩააცურეთ ტაფაზე. 

გემრიელად მიირთვით!









დღის ჰოროსკოპი

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ დავძლიოთ ზამთრის №1 გამოწვევა - თმის გამოშრობა?

ალბათ, ბევრისთვის არ არის უცხო ზამთარში, თითქოს, დამუხტული, უფორმოდ აფუებული და გამომშრალი თმა. ეს ტენიანობის ნაკლებობის ბრალია. სწორედ ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა ზამთარშიც შევინარჩუნოთ მბზინვარე თმა.  
ამბები

შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

20-24 იანვარს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისთვის“ - საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.
დღის ჰოროსკოპი

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

8 პროდუქტი, რომელიც გაცილებით კალორიულია, ვიდრე გგონიათ

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოველთვის არ ნიშნავს დაბალკალორიულს. შესაძლოა, კალორიულობით ცოტა „საშიში“ აღმოჩნდეს თქვენი საყვარელი ხილი ან ზოგიერთი დიეტური პროდუქტიც კი, რომელიც საღებავებს და გემოს გამაძლიერებლებს შეიცავს...
დღის ჰოროსკოპი

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

 რობერტ ბერნსის სახელობის მე-11 საქველმოქმედო გალა საღამო

2020  წლის 1-ელ თებერვალს  სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ რობერტ ბერნსის სახელობის საქველმოქმედო გალა საღამო უკვე მე-11 ჯერ გაიმართება.
საკნატუნო ამბები

როგორ გავხსნათ ლუდის ბოთლი გაზეთით?

სანამ ბუნებაში კიდევ არსებობს გემრიელი ლუდი, რომლის სახურავიც ხელის მარტივი მოძრაობით, ანუ საათის ისრის მიმართულებით დატრიალებით არ იხსნება, ეს რჩევაც აქტუალური იქნება.
დღის ჰოროსკოპი

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ოსკაროსანი ფილმი, რომელსაც ბავშვებთან ერთად უნდა უყუროთ

რატომ უნდა უყუროთ? ქვემოთ ამაზეც გიპასუხებთ...
იცით თუ არა...

საახალწლო მკითხაობა შამპანურზე

ყურადღება - ამაღამ ამ წლის ბოლო შანსი გაქვთ! ეს საახალწლო მკითხაობა ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესია, რომელიც 00:00 საათზე პირდაპირ შამპანურის ბოთლის გახსნიდან იწყება...