საჭირო პროდუქტი:
კვერცხი - 2 ცალი
ბანანი - 2 ცალი
კარაქი - 100 გრ
მარილი - ½ ჩაის კოვზი
შაქარი - 150 გრ
საფუარი - 2 ჩაის კოვზი
პურის ფქვილი - 220 გრ
მომზადების წესი:
1. გახურეთ გაზქურა 180 გრადუსამდე;
2. ბანანის რბილობი ჩანგლით კარგად დაჭყლიტეთ, პიურეს კონსისტენციის რომ გახდეს;
3. შაქარი და კარაქი ერთად ათქვიფეთ; დაამატეთ კვერცხი, ბანანი და კარგად აურიეთ;
4. დააყარეთ ფქვილი, საფუარი, მარილი და კარგად მოზილეთ;
5. ჩაასხით ფორმებში და აცხვეთ დაახლოებით 20 წუთი. მზადყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირით.
სულ ეს არის.
გემრიელად მიირთვით!