საჭირო ინგრედიენტები:
ქათმის გული - 500 გრ
სტაფილო - 1 ცალი
მწვანე ლობიო (დაკონსერვებული) – 250 გრ
ბრინჯი - 300 გრ
ნიორი - 4 კბილი
მზესუმზირის ზეთი - 3 ს/კ
სოიოს სოუსი - 3 ს/კ
ჯინჯერი - 20 გრ
მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ქათმის გულები დაყარეთ საწურზე და გამდინარე წყალში გარეცხეთ. შემდეგ სისხლძარღვებისა და ზედმეტი ნაწილებისგან გაასუფთავეთ.
2. ჯინჯერი და სტაფილო გაასუფთავეთ და თხელ და მოგრძო ნაჭრებად დაჭერით. ნიორი ჩანაყეთ ან ნივრის საჭყლეტში გამოატარეთ.
3. ღრმა ტაფაზე დაასხით მზესუმზირის ზეთი და ქათმის გულები ჯინჯერთან ერთად შეწვით. 5 წუთი შემდეგ დაამატეთ სტაფილო და მწვანე ლობიო. მოშუშეთ 5 წუთის განმავლობაში, დაამატეთ ნიორი, სოიოს სოუსი და კარგად აურიეთ.
4. ბოსტნეულიანი ქათმის გულების შუაგულში ჩაყარეთ ბრინჯი, დაასხით იმდენი წყალი, რომ ინგრედიენტები 1.5-2 სმ-ზე დაიფაროს. დაახურეთ თავსახური და დადგით დაბალ ცეცხლზე ნახევარი საათი. შემდეგ კარგად აურიეთ და კიდევ 10-15 წუთი დატოვეთ.
კერძი სუფრასთან ცხელი მიიტანეთ. ძალიან უხდება კეტჩუპი ან ცხარე სოუსი. ან უბრალოდ დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ.
გემრიელად მიირთვით!