ინგრედიენტები:
ქათმის ფილე - 350 გრ
კარტოფილი - 600 გრ
პამიდორი - 1 ცალი
ზეთისხილი - 10 ცალი
მაგარი ყველი - 150 გრ
არაჟანი - 200 მლ
მარილი - გემოვნებით
შავი პილპილი (დაფქული) - გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ქათმის ფილე გარეცხეთ და საშუალო ზომის კუბიკებად დაჭერით. კარტოფილი გათალეთ და ისიც კუბიკებად დაჭრით, ოღონდ შედარებით მცირე ზომის.
2. გადმოიღეთ არაჟანი პატარა ზომის ჭურჭელში და შეაზავეთ სანელებლებით. სოუსის ნახევარი მოასხით ქათმის ფილეს და დაამარინადეთ ასე 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაიტანეთ წინასწარ ფოლგაჩაფენილ ფორმაში და ზემოდან მოაყარეთ შუაზე გაჭრილი ზეთისხილი.
3. პამიდორი დაჭერით თხლად, ყველი კი სახეხზე გახეხეთ. კარტოფილი ამოსვარეთ დარჩენილ არაჟნის სოუსში და ქათმის ფილეს ზემოდან დააყარეთ. შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში.
4. მომზადების დასრულებამდე 15 წუთით ადრე დაალაგეთ კარტოფილზე პამიდვრის ნაჭრები, 5 წუთით ადრე კი - მოაყარეთ გახეხილი ყველი. დატოვეთ გამორთულ ღუმელში მანამ, სანამ ყველი სულ არ ჩადნება.
სასურველია, სუფრასთან ცხელი მიიტანოთ.
გემრიელად მიირთვით!