ინგრედიენტები:
ოსპი - 150 გრ
კარტოფილი - 1 ცალი
ხახვი - 1 ცალი
კვერცხი - 1 ცალი
კამა - რამდენიმე ღერი
მარილი, პილპილი, ზეთი - გემოვნებით
მომზადების წესი:
1. დაასხით ოსპს ცივი წყალი 1:3-ზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში სრულ მომზადებამდე. მცირე რაოდენობის ოსპი ცალკე გადმოიღეთ და დანარჩენი დააბლენდერეთ.
2. მარილწყალში მოხარშეთ კარტოფილი და ისიც დააბლენდერეთ.
3. კარტოფილის მასაში ჩაამატეთ ცალკე გადმოღებული და დაბლენდერებული ოსპიც, წვრილად დაჭრილი ხახვი, კვერცხი და კამა. მოაყარეთ მარილი და პილპილი და კარგად გადაურიეთ.
4. გააკეთეთ კატლეტები და შეწვით მცენარეულ ზეთში ორივე მხრიდან.
გემრიელად მიირთვით!