ინგრედიენტები:
ბერძნული იოგურტი - 250 გრ
კიტრი - 2 ცალი
ძირა - 0.5 ჩ/კ
ქინძი - 10 გრ
მწვანე ხახვი - 1 ცალი
ნიორი - 3 კბილი
კამა - 5-6 ღერი
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
1. გააცხელეთ ტაფა და მოხალეთ ძირა 2 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოყარეთ სანელებელი ღრმა ჭურჭელში.
2. გარეცხეთ მწვანილი, დაჭერით წვრილად და დაამატეთ ძირას.
3. კიტრი გათალეთ და გახეხეთ მსხვილ სახეხზე, გადაუწურეთ ზედმეტი წყალი და გადაიტანეთ იმავე ჭურჭელში. მასშივე ჩაჭყლიტეთ ნიორი (რაოდენობა თავად განსაზღვრეთ).
4. დაამატეთ იოგურტი (შეგიძლიათ გაწურული მაწვნითაც ჩაანაცვლოთ), მარილი და კარგად გადაურიეთ. სუფრასთან მიიტანეთ მომზადებისთანავე. სასურველია, დიდხანს არ გააჩეროთ.
გემრიელად მიირთვით!