ქათმის ბარკალი ფენოვან ცომში

კულინარია

23 ივნისი 12:00

ქათმის ბარკლებით მომზადებული კერძით ვინმეს გაოცება ნამდვილად რთულია, მაგრამ დღეს შემოთავაზებული რეცეპტი გამონაკლისია - ხრაშუნა ფენოვან ცომში გახვეული ბარკალი სუფრის ყველა წევრს გააოცებს კიდეც და კარგადაც დაანაყრებს.

ინგრედიენტები:

ქათმის ბარკალი - 8-10 ცალი
მაგარი ყველი - 100 გრ
კვერცხი - 1 ცალი
ნიორი - 2-4 კბილი
სეზამის მარცვლები - 2-3 ჩ/კ
მარილი, შავი პილპილი, ნივრის ფხვნილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

1. გარეცხეთ და გააშრეთ ქათმის ბარკლები, მოაყარეთ მარილი, ნივრის ფხვნილი და სანელებლები თქვენი გემოვნებით.

2. დაჭერით ყველი თხელ ნაჭრებად და თითო-თითო ნაჭერი ჩაუდეთ ყოველ ბარკალს კანქვეშ.

3. წინასწარ გაალღვეთ გაყინული ფენოვანი ცომი და ცოტათი გააბრტყელეთ. დაჭერით ცომი დაახლოებით 1.5 სმ-იან ზოლებად. შემოახვიეთ თითოეულ ბარკალს ცომი ისე, რომ შუაში მცირე ადგილი დარჩეს.

4. დაალაგეთ გამზადებული ბარკლები ცხიმწასმულ ჟარონზე, სილიკონის ფუნჯით წაუსვით ცომს ათქვეფილი კვერცხი. შედგით ჟარონა 180 გრადუსზე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 40-60 წუთით. სანამ ღუმელში შედგამთ, შეგიძლიათ, სეზამის მარცვლები მოაყაროთ.

გემრიელად მიირთვით!

წყარო
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის მცირე საგრანტო პროგრამა გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

მეტისები - ყველაზე ლამაზი გოგოები

კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლების საინტერესო ექსპერიმენტი...
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 სექტემბერს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-ის მასშტაბური ფილმის „არენას“ გადაღებები დასრულდა

adjarabet.com-ის ფილმის „არენას“  გადაღებები  ივლისის ბოლოს  წყალტუბოში დაიწყო  და თბილსში დასრულდა.
დღის ჰოროსკოპი

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 სექტემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

კამასუტრა დღეს: 5 საუკეთესო პოზა აუჩქარებელი სექსისთვის

კამასუტრას შესახებ ყველამ იცის, ხოლო 1985 წლამდე დაბადებულებს ალბათ უნახავთ კიდეც წიგნში დაბეჭდილი პოზები საშინელ ხარისხში. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ კლასიკა არ ბერდება! 
კინო

5 ჰიჩკოკური ფილმი, რომლებიც ჰიჩკოკს არ გადაუღია

მათში ყველაფერია, რაც კი ფილმს საგანგაშო გაურკვევლობას სძენს, თანაც ისე მაღალპროფესიონალურ დონეზე, რომ დიდი მაესტროც იამაყებდა.