უცხოური სამზარეულო

ფატუში - ბოსტნეულის სალათა

fun time

12:00 ოთხ. 8 დეკემბერი, 2021 წელი

ფატუში - ბოსტნეულის სალათა

14
დაკოპირებულია

ფატუში უცხოური სალათაა - ის ლიბანელების საყვარელი კერძია. მართალია, ერთი შეხედვით, ბოსტნეულის ჩვეულებრივი მიქსი გეგონებათ, მაგრამ მას ერთი საიდუმლო ინგრედიენტი ემატება და ეს ლავაშია. ასე რომ, თუკი განსხვავებული სალათები მოგწონთ, აუცილებლად სცადეთ.

საჭირო პროდუქტი:

  • ლავაში - 1 ცალი
  • კიტრი - 1 ცალი
  • პამიდორი - 3 ცალი
  • ლიმონი - 1 ცალი
  • მწვანე ხახვი - 0.5 კონა
  • ოხრახუში - 1 კონა
  • ქინძი - 10 გრ
  • პიტნა - 1 ს/კ
  • ნიორი - 2 კბილი
  • ზეითუნის ზეთი - 7 ს/კ
  • მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით

სალათას მომზადება:

1. ნიორი გაატარეთ ან დანაყეთ, დაასხით 1 ს/კ ლიმონი.

2. გაჭერით ლავაში ორად და დაბრაწეთ ღუმელში ან გრილში 160 გრადუსზე. შემდეგ დატეხეთ ნატეხებად და მოასხით ლიმონის წვენი.

3. კიტრი და პამიდორი დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად.

4. წვრილად დაჭერით მწვანილი.

5. ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

6. ნივრისა და ლიმონის წვენის მასას დაასხით ზეითუნის ზეთი, შეანჯღრიეთ და მოასხით სალათას.

გემრიელად მიირთვით!

ასევე, დაგაინტერესებთ 🔰:

თუ განსხვავებული სალათები მოგწონთ, სცადეთ თინუსის სალათა

ზამთრის სალათა - კომბოსტოს „ნაპოლეონი“

მაიონეზის სალათა „ღრუბელი“ - უმარტივესი მოსამზადებელია


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი...

ბატატი ღუმელში

მაშარაფის რეცეპტი - როგორ მოვმზადოთ...

მაშარაფის რეცეპტი

უკრაინული გალუშკები - ნოყიერი საუზმ...

უკრაინული გალუშკები

სასწრაფო დახმარება ნაბახუსევზე - ნი...

ნივრის წვნიანი

თუ ოლივიე მოგბეზრდათ, სცადეთ ეს გან...

განსხვავებული სალათები
საახალწლო სუფრისთვის

განსხვავებული სალათა საახალწლო სუფრ...

განსხვავებული სალათა
საახალწლო სუფრისთვის

სოკოს წვნიანი - მოამზადეთ 20 წუთში

სოკოს წვნიანი