საჭირო ინგრედიენტები:
პამიდორი - 6 ცალი
წითელი ბულგარული წიწაკა - 4 ცალი
ბადრიჯანი - 2 ცალი
ხახვი - 2 ცალი
ნიორი - 5 კბილი
ძმარი - 3 ს/კ
მარილი - 1 ს/კ
შაქარი - 2 ს/კ
შავი პილპილი - გემოვნებით
მზესუმზირის ზეთი - გემოვნებით
მომზადების წესი:
1. გააცხელეთ ღუმელი 180-200 გრადუსზე. გადააფარეთ ჟარონზე საცხობი ფურცელი, რათა არ მიიწვას, და დააწყვეთ ზედ ბოსტნეული. გამოაცხვეთ ბოსტნეული სრულ მომზადებამდე - მუქ ლაქებამდე და დარბილებამდე.
2. პირველად პამიდორი მომზადდება და ამიტომაც ის პირველ რიგში გამოიღეთ ღუმელიდან. მოაცილეთ კანი და დაჭერით წვრილად, თითქმის პიურეს კონსისტენციამდე.
3. როცა წიწაკა და ბადრიჯანიც გამოცხვება, წიწაკები ცოტა ხნით პაკეტში ჩააწყვეთ, ბადრიჯანი გაჭერით შუაზე, ამოიღეთ რბილობი და წვრილად დაჭერით.
4. გაცივებულ წიწაკას გაცილებით ადვილად გაეცლება კანი. კანგაცლილი წიწაკაც წვრილად დაჭერით და პამიდორსა და ბადრიჯანს დაუმატეთ. არ გამოიყენოთ კომბაინი ან ბლენდერი! ასე დაჭრილ ბოსტნეულს სულ სხვა გემო აქვს.
5. ხახვი და ნიორი წვრილად დაჭრით და მცირეოდენ ზეთში მოშუშეთ. დაამატეთ ბოსტნეულის პიურე და დატოვეთ ცეცხლზე 10 წუთით, რათა ზედმეტი სითხე ამოშრეს.
6. დაამატეთ მარილი, შაქარი, შავი პილპილი და ძმარი, გამორთეთ ცეცხლი და გააჩერეთ თავდახურული აივარი 30 წუთით. ამ დროში მისი გემო დასტაბილურდება და თქვენ შეძლებთ კერძის სიმწარისა და მარილიანობის დარეგულირებას. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მწარე წიწაკაც დაუმატოთ.
გემრიელად მიირთვით!