მწვანე ლობიო ნიგვზით - ჯანსაღი და გემრიელი სამარხვო კერძი თქვენს სუფრაზე

კულინარია

18 ივნისი 10:00, 2015 წელი

გურმანებმა იციან, რომ მწვანე ლობიო სხვადასხვანაირად შეიძლება მომზადდეს, თუმცა მათ შორის მწვანე ლობიო ნიგვზით ის ვარიანტია, რომელიც არა მარტო ოჯახურ სადილზე, არამედ სტუმრებთან სუფრაზეც შეგიძლიათ დადოთ.

შემოგთავაზებთ ამ კერძის რეცეპტს რესტორან „შატროს“ მზარეულ დავით გიორგბერიძისგან. 


მასალა 2 ულუფისთვის:
მწვანე ლობიო - 500გრ.
გატარებული ნიგოზი - 100 გრ.
მწვანილები: ქინძი, რეჰანი, შაშკვლავი  - 100 გრ.
1 ცალი საშუალო ზომის ხახვი
2 კბილი ნიორი
დაფქული წითელი წიწაკა, მარილი და ძმარი გემოვნებით.


მომზადების წესი:
მწვანე ლობიო გაარჩიეთ, დატეხეთ, გარეცხეთ და დაასხით ცივი წყალი, ისე რომ კარგად დაიფაროს.
მოსახარშად დადგით საშუალო ცეცხლზე.
თუკი ხარშვის დროს ერთ  ჩაის კოვზ სოდას დაუმატებთ, ლობიო სიმწვანეს შეინარჩუნებს.
კარგად მოხარშული და გაციებული ლობიო გაწურეთ და ჩაყარეთ ჯამში.
შემდეგ შეურიეთ დაჭრილი ხახვი, ქინძი, რეჰანი, დაჭყლეტილი ნიორი, მოაყარეთ ნიგოზი და კარგად აურიეთ.
ბოლოს დაამატეთ მარილი, დაფქული წითელი წიწაკა და ძმარი - ეს ყველაფერი თქვენი გემოვნებით.
მომზადებულ მასას მიეცით სასურველი ფორმა და უგემრიელესი კერძი მზად არის.  


შენიშვნა:
ამ უგემრიელესი კერძის მოსამზადებლად,  დაახლოებით, 50  წუთი დაგჭირდებათ.
კერძი სამარხვოა და იდეალურია თქვენი სამარხო მენიუს გასამდიდრებლად.
თუკი ამ კერძს სადღესასწაულო სუფრასთან მისატანად ამზადებთ,  მორთეთ კერძი  ცოტაოდენი მოცხარის ან ბროწეულის მარცვლებით. შეგიძლიათ გვერდით რეჰანის რამდენიმე ფოთოლიც მიუდოთ.
ორი ულუფის მომზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების შესაძენად, დაახლოებით, 5 ლარი დაგჭირდებათ.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?