ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპური

კულინარია

20 აგვისტო 10:00, 2015 წელი

გიყვართ აჭარული ხაჭაპური? დღეს ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპურის გამოცხობას ბათუმელი კულინარი გვასწავლის.

ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპურის რეცეპტი სპეციალურად FunTime-ს მკითხველებისთვის ბათუმის „აჭარული ხაჭაპურის სახლის“ გამოცდილმა მზარეულმა მამუკა მამულაშვილმა გაგვიმხილა.


მასალა 1 ცალი აჭარული ხაჭაპურისთვის:
საფუარიანი ცომი - 300 გრამი;
სულგუნი - 150 გრამი;
იმერული ყველი - 150 გრამი;
ფქვილი - 250 გრამი;
კვერცხი - 2 ცალი;
კარაქი - 20 გრამი;


შიგთავსის მომზადების წესი:
მსხვილად გახეხილი ყველი - სულგუნი და იმერული -  ჩაყარეთ თასში, დაასხით ცოტა წყალი ან რძე, დაახალეთ ზედ ერთი კვერცხი და ზილეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა გამოვიდეს.


მომზადების წესი:
მაგიდაზე დაყარეთ ცოტა ფქვილი, დადეთ ზედ ცომი და გააბრტყელეთ თხლად, ოღონდ ისე, რომ ცომის ორივე ბოლოში სქელი ფენა დარჩეს.
ცომი სქელი ფენებიდან, ორივე მხრიდან, გადაკეცეთ შუამდე, მიეცით ნავისებური ფორმა, შუაგული კარგად გაუფართოეთ და შიგ მოათავსეთ ყველისგან მომზადებული მასალა.
შემდეგ გადაიტანეთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, გადაუსვით წყლიანი ფუნჯი  და შედგით  250-300  გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში.
10-15 წუთის შემდეგ, როგორც კი ცომი დაბრაწვას დაიწყებს, „ჟარონა“ გამოიღეთ.
ყველი კოვზით მოაგროვეთ ხაჭაპურის ცენტრში, ამოაცალეთ გვერდებიდან ცომი ჩაის კოვზის დახმარებით, ჩაახალეთ გულში ერთი ცალი კვერცხი ცილის გარეშე და კვლავ შეაბრუნეთ ღუმელში, დაახლოებით, 1-2 წუთით.
შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან, გადაიტანეთ მოზრდილ თეფშზე  და  შუაგულში ჩადეთ 20 გრ კარაქი.
სულ ეს არის.


შენიშვნა:
ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპურის გამოცხობას, დაახლოებით, 15 წუთი დასჭირდება;
თუკი აჭარულ ხაჭაპურს სულგუნისა და იმერული ყველის ნაზავით გამოაცხობთ, გაცილებით გემრიელი გამოგივათ;
ერთი ცალი ცომგამოცლილი აჭარული ხაჭაპურის მომზადება, დაახლოებით, 3 ლარი დაგიჯდებათ.


გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?