დესერტი

განსხვავებული „სომხური ქადა“

fun time

15:51 სამ. 11 ივლისი, 2023 წელი

ნამდვილი სომხური ქადა

14
დაკოპირებულია

ამ რეცეპტს თუ ზედმიწევნით მიჰყვებით, შეუდარებელი გემოსა და ფაქტურის ცომი გამოგივათ. „funtime“-ის მკითხველებს უგემრიელესი „სომხური ქადის“ საკუთარ რეცეპტს ტექნოლოგი რუსუდან ანდრიაძე გთავაზობთ.

პროდუქტი ცომისთვის:

  • მარგარინი - 600 გრ
  • ფქვილი - 1 კგ
  • ლიმონის მჟავა - ჩაის კოვზის მესამედი
  • მარილი - ჩაის კოვზის მესამედი
  • ზეთი - 70 გრ

ქადის ცომის მომზადება:

საშუალო ზომის ჯამში ჩაყარეთ ფქვილი.

დაუმატეთ მარილი, ლიმონმჟავა, ზეთი და იმდენი წყალი, რომ საშუალო სისქის ცომი მოიზილოს.

გამზადებული ცომი გაყავით სამ ნაწილად.

თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ და წაუსვით 200 გრამი მარგარინი (ზოგი დიასახლისი მარგარინს აციებს და შემდეგ ცომზე სახეხის დახმარებით ახეხავს, მაგრამ ჩვენ დარბილებულ მარგარინს ვამჯობინებთ).

მარგარინის წასმის შემდეგ ცომი კარგად დაკეცეთ და ნახევარი საათით მაცივარში შეინახეთ.

შემდეგ გამოიღეთ და ისევ გააბრტყელეთ - ამჯერად მარგარინის წასმა საჭირო არ არის, უბრალოდ, გააბრტყელეთ, დაკეცეთ და ისევ მაცივარში შეინახეთ.

ცომის სამივე ნაწილის სამჯერ გაბრტყელებისა და მაცივარში ვიზიტების შემდეგ, შეგიძლიათ, ცხობას შეუდგეთ.

გაითვალისწინეთ, რომ ეს ფენოვანი მაცივარში 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ შეინახოთ და ცხობა თქვენთვის ხელსაყრელ დროს დაიწყოთ.

პროდუქტი ქადის შიგთავსისთვის:

  • კარაქი ან მარგარინი - 250 გრ
  • ზეთი - 50 გრ
  • შაქარი - 500 გრ
  • ფქვილი - 500 გრ
  • ვანილი

ქადის შიგთავსის მომზადება:

ტაფაზე დაყარეთ ფქვილი და დაბალ ცეცხლზე ოდნავ „მოხალეთ“.

ფქვილი ფერს რომ შეიცვლის, დაუმატეთ შაქარი, კარაქი (ან მარგარინი), ზეთი, ვანილი და კარგად მოურიეთ.

ადის გულსართი მზადაა.

ქადის გამოცხობა:

ცომის თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ და მიეცით მოგრძო ფორმა.

დააყარეთ ქადის გულსართის მესამედი, გადაახვიეთ და დაჭერით თქვენთვის სასურველ ნაჭრებად.

გამოაცხვეთ ზომიერ ცეცხლზე და ცხობის დასრულებისას, თავზე გადაუსვით რძეში ან წყალში ათქვეფილი კვერცხის გული.

გემრიელად მიირთვით!

ესეც სცადეთ:

მარტივი ფენოვანი ცომი - ფრანგული უნივერსალური რეცეპტი

ფენოვანი ცომი მარგარინით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მარწყვის ჯემი ჟელატინით

მარწყვის ჯემი ჟელატინით

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო ტორ...

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო
ტორტი

ფრანგული ვაშლის ნამცხვარი დარიჩინით

ვაშლის ნამცხვარი
დარიჩინით

სწრაფი დესერტი ცხობის გარეშე - ალუბ...

სწრაფი დესერტი - ალუბლები
ვაფლით

კანოლი - სიცილიელი მაფიოზების საყვა...

კანოლი

ლიქიორი ბეილისი - სადღესასწაულო სუფ...

ბეილისის რეცეპტი

იაპონური ხრიკი - როგორ დავატკბოთ მჟ...

როგორ დავატკბოთ მჟავე
მანდარინი 10 წუთში?

ნამცხვარი გირჩი - მარტივი დესერტი ც...

ნამცხვარი გირჩი

ხრაშუნა ტორტი ცხობის გარეშე - 5 წუთ...

ხრაშუნა ტორტი ცხობის
გარეშე - 5 წუთში მზადდება!