შქმერული - ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი კერძი

კულინარია

12 ნოემბერი 10:00, 2015 წელი

ამ საკმაოდ პოპულარული და გემრიელი კერძის სახლის პირობებში მომზადება ძალიან მარტივია. თუ გსურთ, დარწმუნდეთ, რეცეპტს გადახედეთ...



შქმერული რესტორან „შატროს“ მზარეულ დავით გიორგბერიძის რეცეპტით.


კერძის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:


წიწილა - 2 კგ.
ნიორი - 300 გრ;
ზეთი - 30 გრ;
მარილი - გემოვნებით.



მომზადების წესი:


კარგად გასუფთავებული და გარეცხილი წიწილა შეწვით ორივე მხრიდან, ისე, რომ წითლად შეიბრაწოს.
როგორც კი წიწილა შეიწვება, გადმოიღეთ ტაფიდან.
იმავე ტაფაზე და იმავე ცხიმში მოშუშეთ დაჭრილი ნიორი, შემდეგ დაასხით ცივი წყალი თვალის ზომით, ისე, რომ მასა ოდნავ შეთხელდეს. შემდეგ კი დაუმატეთ მარილი.
დაჭერით შემწვარი წიწილა სასურველ ნაჭრებად, დააწყვეთ ნივრიან ტაფაზე და გააჩერეთ ცეცხლზე, დაახლოებით, 5 წუთით.
უგემრიელესი შქმერული მზად არის.


შენიშვნა:


შქმერულის მომზადებისას შეგიძლიათ, ნივრიან სოუსში 1 ს/კ არაჟანი ან მაიონეზი დაუმატოთ. ეს უკვე თქვენს სურვილსა და გემოვნებაზეა დამოკიდებული.
ნივრის მოთუშვის დროს შეგიძლიათ, მას 50 გრამი კარაქიც დაუმატოთ. ამით კერძი უფრო მსუყე გახდება.
წიწილას ნაჭრები შეგიძლიათ სხვა, ოდნავ ღრმა ჭურჭელში გადაიტანოთ და ზემოდან ნივრის სოუსი მოასხათ, ოღონდ მისი წამოდუღება არ დაგავიწყდეთ.
შქმერულის მოსამზადებლად (ერთი წიწილასგან), დაახლოებით, 40 წუთი და 8 ლარი დაგეხარჯებათ.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?