სპაგეტი კარბონარა რესტორან „შატროს" ევროპული სამზარეულოს მზარეულ ალექსანდრე კოშკელოვის რეცეპტით.
სპაგეტის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:
სპაგეტი - 100 გრამი;
ბეკონი - 30 გრამი;
ქამა სოკო - 40 გრამი;
ნაღები - 40-50 გრამი;
პარმეზანი ან ნებისმიერი სახეობის ყველი - 20 გრამი;
ნიორი - 2 კბილი;
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით;
ზეითუნის ზეთი - 15 გრამი.
მომზადების წესი:
ადუღებულ წყალში ჩაყარეთ მარილი და ჩაამატეთ სპაგეტი.
მოხარშეთ ისე, რომ სპაგეტი არ ჩაიშალოს.
მაკარონის მოხარშვამდე, ტაფაზე მოასხით ცოტაოდენი ზეთი და, პირველ რიგში, მოთუშეთ დაჭყლეტილი ნიორი. ნივრის მოსათუშად ნახევარი წუთიც კი საკმარისია. ასე რომ, ყურადღებით, არ დაგეწვათ.
შემდეგ კი ნივრიან ტაფაში დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქამა სოკო და ბეკონი.
ამ ინგრედიენტების მოთუშვის პროცესში ტაფაზე დაასხით ნაღები, დაამატეთ მოხარშული სპაგეტი, ოდნავ მარილი და პილპილი. სულ ბოლოს, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.
შენიშვნა:
სპაგეტი კარბონარა სოკოთი, საბოლოოდ, უნდა გამოგივიდეთ საშუალო კონსისტენციის - არც ძალიან წვნიანი და არც ძალიან მშრალი.
ამ კერძის მოსამზადებლად სულ 15 წუთი დაგჭირდებათ.
ფოტოგრაფი: ნინუცა მანდარია