პრასი იმერულად - გვასწავლიან პროფესიონალები

კულინარია

26 მაისი 12:00, 2016 წელი

პრასის ფხალი ბევრისთვის საყვარელი კერძია და მისი მოყვარულები მოუთმენლად ელოდებიან გაზაფხულზე ამ უგემრიელესი და სასარგებლო მწვანილის შემოსვლას.

პრასის იმერულად მომზადებას რესტორან „შატროს“ გამოცდილი მზარეული დავით გიორგბერიძე გვასწავლის.

პრასის მოსამზადებლად საჭიროა:
პრასი - 2 კგ;
ნიგოზი - 300 გრ;
უცხო სუნელი - ნახევარი ჩ/კ;
ყვითელი ყვავილი - ნახევარი ჩ/კ.
ქინძი - 100 გრ;
ნიორი - 5 კბილი;
მარილი, წიწაკა და ძმარი - გემოვნებით.


პრასის მომზადების წესი:
გარჩეული და კარგად გარეცხილი პრასი მოათავსეთ მოზრდილ ქვაბში, დაასხით წყალი და დადგით გაზქურაზე მოსახარშად.
როგორც კი მოიხარშება, დაელოდეთ შეგრილებამდე, შემდეგ ხელით კარგად გაწურეთ და გაწურული გუნდები ცალკე ჯამზე გადაიტანეთ.
ახლა შეგემებას შეუდექით.
გაწურული პრასი დაჭერით წვრილად.
დაამატეთ გატარებული ნიგოზი, დაჭყლეტილი ნიორი, უცხო სუნელი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ყვითელი ყვავილი, ცოტაოდენი წიწაკა და მარილი.
მოასხით ოდნავ ძმარი.
ბოლოს ერთმანეთში კარგად გადაურიეთ და კერძი მზადაა.
თუ არ დაგეზარებათ, გამოაცხვეთ ჭადებიც. ცხელი ჭადი ნიგვზიან პრასს ძალიან უხდება.


შენიშვნა:
ნიგვზიანი პრასი შეგიძლიათ, ბროწეულის მარცვლებით გააფორმოთ;
უკვე გამზადებულ ნიგვზიან პრასს შეგიძლიათ, მრგვალი ფორმა მისცეთ, შუაში კი ნიგვზის ზეთი ჩაასხათ. 
ნიგვზიანი პრასის მომზადებას, დაახლოებით, 30 წუთი დასჭირდება.


ფოტოგრაფი: გოგა მოსიაშვილი


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?