შოკოლადის ფუმფულა ტორტი ალუბლითა და ხაჭოს კრემით

კულინარია

12 ივნისი 12:00, 2016 წელი

უნაზესი შოკოლადი, უგემრიელესი ხაჭოს კრემი და არომატული ალუბალი ერთ ტორტში - რა უნდა იყოს ამაზე მაცდური და გემრიელი? გამოცდილი კულინარი მანანა ვაჭარაძე თავის მორიგ ექსკლუზიურ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ტორტის ბისკვიტისთვის საჭიროა:
კვერცხი - 3 ცალი
შაქარი - 1,5 ჭიქა
არაჟანი - 1,5 ჭიქა
ფქვილი - 2 ჭიქა
საფუარი - 2 ჩ.კ.
კაკაო - 3 ჩ.კ.
კურკებგამოცლილი ალუბალი - 200 გრ.


მომზადების ტექნოლოგია:
კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ.
მოცულობაში საგრძნობლად რომ მოიმატებს, დაუმატეთ არაჟანი და თქვეფა გააგრძელეთ.
ცალკე ჯამში აურიეთ  ფქვილი, საფუარი, კაკაო და ვანილი. დაუმატეთ არაჟნიან მასას და ხის კოვზით აურიეთ.
მზა ბისკვიტის ცომს დაუმატეთ 200 გრ. კურკებგამოცლილი ალუბალი.
გამზადებული მასა შემთბარ ფორმაში გადაიტანეთ, რომელშიც ცხიმწასმული კულინარიული ქაღალდია ჩაფენილი.
ბისკვიტი ზომიერ ცეცხლზე გამოაცხვეთ და გაცივების შემდეგ, ორ ან სამ ნაწილად გაჭერით.



კრემისთვის საჭიროა:
ხაჭო - 500 გრ.
არაჟანი - 1 სუფრის კოვზი
შაქრის პუდრა - 2/3 ჭიქა


მომზადების ტექნოლოგია:
ხაჭო საცერში გაატარეთ, შემდეგ დაუმატეთ არაჟანი, შაქრის პუდრა, ვანილი და კარგად აურიეთ.
კრემი წაუსვით ბისკვიტის თითოეულ ფენასა და და გვერდებს.
მზა ტორტი გამდნარი ან გახეხილი შოკოლადით და ალუბლებით მორთეთ. 


შენიშვნა:
ალუბალი შეგიძლიათ, რომელიმე მჟავე ხილით ჩაანაცვლოთ.

გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?