„ქალის თითები“ - უგემრიელესი და დაბალკალორიული ტორტი

კულინარია

19 ივნისი 12:00, 2016 წელი

მოხარშული ცომისგან დამზადებული ჰაეროვანი „თითები“, უგემრიელესი არაჟნის კრემისა და უნაზესი შოკოლადის ჰარმონია ტკბილეულის ყველაზე პრეტენზიულ მოყვარულებსაც კი დააკმაყოფილებთ. ექსკლუზიურად „Funtime“-ის მკითხველებს „ქალის თითების“ საუკეთესო რეცეპტს გამოცდილი კონდიტერი მანანა ვაჭარაძე გთავაზობთ.


ცომი:
წყალი - 1,5 ჭიქა
კარაქი - 150 გრ.
ფქვილი - 1,5 ჭიქა
კვერცხი - 6 ცალი

მომზადების წესი:
საშუალო ზომის ჯამში ჩაასხით წყალი და ცეცხლზე დაადგით. დაუმატეთ კარაქი. წყალი რომ წამოდუღდება და კარაქი გადნება, ჩაყარეთ ფქვილი, თან ხის კოვზით ურიეთ. 
ცომი 2 წუთის განმავლობაში შუშეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. 
როგორც კი გაგრილდება, სათითაოდ შეათქვიფეთ ან შეაზილეთ კვერცხები და კარგად აურიეთ. 
მზა ცომი მილის მოგრძო ფორმებით დასვით ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე და ზომიერ ტემპერატურაზე გამოაცხვეთ.



კრემი:
არაჟანი - 400-500 გრ.
შაქარი ან შაქრის პუდრა - 1 ჩაის ჭიქა
ვანილი


კრემის მომზადების წესი:
კარგად გაციებული არაჟანი და შაქარი ათქვიფეთ, ისე, რომ შაქრის კრისტალები გაიხსნას და არაჟანი აფუმფულდეს.
დაუმატეთ ვანილი და კრემი მზადაა.


ტორტის აწყობა:
გამომცხვარი და გაგრილებული „თითები“ კარგად ამოავლეთ კრემში და გაშლილ ლანგარზე ისე დაალაგეთ, რომ ტორტის ფორმა მიიღოს.
თავზე მორჩენილი კრემი წაუსვით და გახეხილი შოკოლადი მოაყარეთ.


შენიშვნა:
ტორტის მორთვა მთლიანად თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ გამზადებული ტორტი რამდენიმე საათით მაცივარში შედგათ.

გემრიელად მიირთვით!


 


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?