ბერძნული სალათის რეცეპტს რესტორან „შატროს“ ევროპული სამზარეულოს მზარეულო ალექსანდრე კოშკელოვი გვიზიარებს.
ბერძნული სალათის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
სალათის ფოთლები - 60 გრ;
ბულგარული წიწაკა (წითელი და მწვანე) – 30 გრ;
ფეტა ყველი - 30-40 გრ;
ხახვი - ნახევარი;
პომიდორი (სასურველია ჩერი) - 1 ცალი;
კიტრი - 50 გრ;
ლიმონის წვენი - 20 გრ;
ზეითუნის ზეთი - 15 გრ;
ორეგანო - 1 გრ;
ზეთის ხილი (შავი) – 5-6 ცალი.
მომზადების წესი:
სალათის ფოთლები დაჭერით საშუალო ზომაზე. ყველი, ბულგარული წიწაკა, კანგაცლილი კიტრი და პომიდორი კი - კუბიკებად. დაჭრილი ბოსტნეული და ყველი მოათავსეთ ჯამში და მოასხით ზეითუნის ზეთი. შემდეგ, დაასხით ლიმონის წვენი და ბოლოს, მოაყარეთ ორეგანო.
შენიშვნა:
ბერძნულ სალათს მარილის დამატება არ სჭირდება, რადგან ფეტა ყველი მარილიანია. ამიტომ ფრთხილად იყავით, სალათი არ გადაამლაშოთ.
ბერძნული სალათი შეგიძლიათ იმერული ყველითაც მოამზადოთ.