გაგრილდით და ისიამოვნეთ - „მხიარული“ სუფლეს ტორტი ცხობის გარეშე -

კულინარია

3 ივლისი 12:00, 2016 წელი

სიცხეში იმაზე უკეთესი რა უნდა მიირთვათ, ვიდრე მსუბუქი ხილისა და ჟელატინის ტორტია? ამასთანავე, არც გახურებულ გაზქურასთან ტრიალი მოგიწევთ... ამ უგემრიელესი სუფლეს ტორტის რეცეპტს გამოცდილი კონდიტერი მანანა ვაჭარაძე გთავაზობთ.

ტორტის მოსამზადებლად საჭიროა:


ხაჭო - 1 კგ.
კარაქი - 150 გრ.
კვერცხი - 3 ცალი
შაქარი - 1,5 ჩაის ჭიქა
წვრილად დაჭრილი ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
ქიშმიში - ნახ. ჩაის ჭიქა
რძე - 2 ჩაის ჭიქა
ჟელატინი - 6 სავსე სუფრის კოვზი
ხილი (მარწყვი, ატამი, ალუბალი, გარგარი და ა.შ) - 1 კგ.
ხილის წვენი - 5 ჩაის ჭიქა
ვანილი.



მოქმედება 1:
ლითონის პატარა ჯამში ჩაყარეთ 3 კოვზი ჟელატინი, დაასხით რძე და 2 საათით გააჩერეთ. შემდეგ ჯამი დაბალ ცეცხლზე გადაიტანეთ და განუწყვეტელი მორევით ადუღებამდე მიიყვანეთ.


მოქმედება 2:
ლითონის მეორე ჯამში ჩაყარეთ 3 სუფრის კოვზი ჟელატინი. დაასხით ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი ხილის წვენი და 2 საათით გააჩერეთ. როგორც წინა შემთხვევაში, ჯამი ახლაც დაბალ ცეცხლზე გადაიტანეთ და განუწყვეტელი მორევით ადუღებამდე მიიყვანეთ.


მოქმედება 3:
კვერცხის ცილებისგან და ნახევარი ჭიქა შაქრისგან გააკეთეთ მყარი კონსისტენციის ბეზე.  
მეორე ჯამში ათქვიფეთ ხაჭო.
ცალკე კარგად ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, დაუმატეთ კვერცხის გულები და ათქვეფილი ხაჭო.
ამ მასას შეურიეთ ნიგოზი, ქიშმიში, წინასწარ გამზადებული ბეზე, 1 ჭიქა დაჭრილი ხილი და კარგად მოურიეთ.
გამზადებულ მასას შეურიეთ ვანილი და რძიანი ჟელე (1 მოქმედებით მიღებული), ჩაასხით თქვენთვის სასურველ ფორმაში და ნახევარი საათით საყინულეში შედგით. ნახევარი საათის შემდეგ ფორმა საყინულედან გამოიღეთ, მორჩენილი ხილი ლამაზად მოაწყვეთ, მოასხით ჟელატინიანი ხილის წვენი (2 მოქმედებით მიღებული) და ისევ მაცივარში შედგით.
დაახლოებით, 2 საათის შემდეგ, „მხიარული“ სუფლეს ტორტი მზადაა.

შენიშვნა:
გაითვალისწინეთ, რომ ჟელატინის ადუღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ამ დროს ის კარგავს თავის თვისებებს.
შეგიძლიათ, ტორტში მხოლოდ ან ერთი სახეობის ხილი გამოიყენოთ, ან, სურვილის შემთხვევაში, ხილის კომბინაციაც გააკეთოთ.
რაც შეეხება ტორტის გაფორმებას, ეს თქვენს სურვილსა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?