„ფუტკრის ნაკბენი“, რომელიც ძალიან გემრიელია

კულინარია

24 ივლისი 12:00, 2016 წელი

ამ სახელწოდების უგემრიელესი ტორტი ტკბილეულის მოყვარულებისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცევა. გამოცდილი კულინარი მანანა ვაჭარაძე ექსკლუზიურად „funtime“-ის მკითხველებისთვის „ფუტკრის ნაკბენის“ ორიგინალურ რეცეპტს გაგვიზიარებს.

ტორტის შემადგენლობა:


რძე - 700 მლ.
ფქვილი - 100 გრ.
შაქარი - 350 გრ.
კარაქი - 150 გრ.
კვერცხი - 2 ცალი
კვერცხის გული - 4 ცალი
სახამებელი - 100 გრ.
ნაღები - 500 გრ.
თაფლი - 3 ს/კ
დაჭრილი ნუში - 200 გრ.
საფუარი - 30 გრ.
ჟელატინი - 10 გრ.
ვანილი - 2 ცალი
1 ცალი ლიმონის ცედრა
მწიკვი მარილი.


1-ლი მოქმედება: 200 მლ. თბილ რძეში გახსენით საფუარი.


მე-2 მოქმედება: ერთმანეთში აურიეთ 100 გრ. ფქვილი, 100 გრ. შაქარი, 150 გრ. დარბილებული კარაქი, 2 კვერცხი, ლიმონის ცედრა და ცოტა მარილი.


მე-3 მოქმედება: ერთმანეთში აურიეთ საფუარიანი რძე და ფქვილიანი ნაზავი. მოზილეთ ცომი და 1 საათით დააყოვნეთ.


მე-4 მოქმედება: ათქვიფეთ 70 გრ. შაქარი, 4 კვერცხის გული, 100 გრ. სახამებელი და 125 მლ. რძე.


მე-5 მოქმედება: დარჩენილი რძე გაათბეთ, დაუმატეთ 70 გრ. შაქარი და 1 ცალი ვანილი.


მე-6 მოქმედება: მე-4 და მე-5 მოქმედების პროდუქტი ერთმანეთს შეურიეთ, დაბალ ცეცხლზე დაადგით და განუწყვეტელი მორევით ადუღებამდე მიიყვანეთ.


მე-7 მოქმედება: გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე და ამოსული ცომი გააბრტყელეთ.


მე-8 მოქმედება: 100 გრ. ნაღებს შეურიეთ 100 გრ. შაქარი და 3 ს/კ თაფლი. დაუმატეთ 200 გრ. დაჭრილი ნუში და ეს მასა ადუღებამდე მიიყვანეთ.


მე-9 მოქმედება: თაფლიანი და ნუშიანი მასა მოასხით გაბრტყელებულ ცომს და 15 წუთით დააყოვნეთ. ამის შემდეგ, შედგით გახურებულ ღუმელში და 20 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.


მე-10 მოქმედება: 400 მლ. ნაღებში დაალბეთ ჟელატინი და ნახევარი საათი გააჩერეთ. შემდეგ დაბალ ცეცხლზე ოდნავ შეალღვეთ და გააცივეთ.


მე-11 მოქმედება: მოხარშული და გაციებული კრემი ათქვიფეთ, შეურიეთ ნაღებში დამბალი ჟელატინი და ვანილი.


მე-12 მოქმედება: გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერით დიაგონალზე. ფენებს შორის, თავსა და გვერდებზე წაუსვით კრემი და 2 საათით სიცივეში გააჩერეთ.


მე-13 მოქმედება: ტორტი ისე მორთეთ, როგორც სურათზეა ნაჩვენები და გემრიელად მიირთვით.


შენიშვნა: ტორტის მორთვა ფიჭის ნატეხებითაც შეგიძლიათ. ყველაფერი თქვენს ფანტაზიასა და მონდომებაზეა დამოკიდებული.


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?