ხორცის ღვეზელი - წვნიანი გულსართის ექსკლუზიური რეცეპტი

კულინარია

6 ნოემბერი 12:00, 2016 წელი

ფაფუკი ცომისა და წვნიანი გულსართისგან მომზადებული უგემრიელესი ხორცის ღვეზელი ოჯახურ სადილს ან სადღესასწაულო სუფრას განსაკუთრებულ ელფერს მიანიჭებს. სწორედ ამიტომ, ჩვენმა ტრადიციულმა მასპინძელმა, გამოცდილმა კულინარმა მანანა ვაჭარაძემ მარტივად მოსამზადებელი ხორცის ღვეზელის რეცეპტი გაგვიზიარა.

ცომის შემადგენლობა:


კარაქი - 400 გრ.
ფქვილი - 5 ჭიქა
კვერცხი - 3 ცალი
არაჟანი - 2 ჭიქა
სოდა ძმრით -1 ჩ/კ.
მწიკვი მარილი


გულსართის შემადგენლობა:


საქონლის გატარებული ხორცი - 1/2 კგ.
კარაქი - 250 გრ.
ხახვი - 300 გრ.
პილპილი, მარილი, ქონდარი და ხორცის ბულიონი გემოვნებით.


პირველი მოქმედება:
ჯამში მოათავსეთ ფქვილი.
წვრილად ჩაჭერით კარაქი და ხელით კარგად აზილეთ.
დაამატეთ კვერცხი, არაჟანი, მარილი და სოდა ძმრით.
მოზილეთ ფაფუკი ცომი და ორ ნაწილად გაყავით.


მეორე მოქმედება:
მოხარშული და გატარებული ხორცი, ცხიმთან და ხახვთან ერთად, კარგად მოშუშეთ.
პროცესის ბოლოს გემოვნების მიხედვით დაუმატეთ მარილი, პილპილი, ქონდარი და ცოტა ხორცის ბულიონი.


მესამე მოქმედება:
მომზადებული ცომის ერთი ნაწილი ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაზე გააბრტყელეთ.
მოაყარეთ გამზადებული გულსართი და თავზე ცომის მეორე ფენა დააფარეთ. გვერდები კარგად ამოუკეცეთ, თავზე კვერცხის გული გადაუსვით და ზომიერ ცეცხლზე გამოაცხვეთ.


შენიშვნა:
ფორმა, რომელშიც ღვეზელს გამოაცხობთ, შეიძლება მრგვალიც იყოს და ოთხკუთხედიც.
შეგიძლიათ, ღვეზელი თქვენი გემოვნებით და ცომის მორჩენილი ნაწილების დახმარებით გააფორმოთ.

გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?