ქათმის გულ-ღვიძლი კეცზე - წვნიანი და არომატული კერძი

კულინარია

17 ნოემბერი 12:00, 2016 წელი

ქართულ სუფრაზე ხშირად შენიშნავთ კეცზე გემრიელად აშიშხინებულ ქათმის გულ-ღვიძლს. მისი მომზადება კი არც რთულია და არც დიდ ძალისხმევას  მოითხოვს. გადახედეთ რეცეპტს და თავად დარწმუნდით...

კეცზე მომზადებული ქათმის გულ-ღვიძლის რეცეპტს რესტორან „შატროს“ გამოცდილი მზარეული დავით გიორგბერიძე გვიზიარებს.


ქათმის გულ-ღვიძლის მოსამზადებლად საჭიროა:
ქათმის გულ-ღვიძლი - 300 გრ;
ხახვი - 100 გრ;
ნიორი - 3-4 კბილი;
წიწაკა - 50 გრ;
კარაქი - 50 გრ;
ქონდარი - გემოვნებით;
წითელი წიწაკა - გემოვნებით;
მარილი - გემოვნებით.


მომზადების წესი:
ქათმის გულ-ღვიძლი კარგად გარეცხეთ. დაჭერით შუაზე და გადაიტანეთ კარგად გაცხელებულ ზეთმოსხმულ კეცზე.
პერიოდულად მოურიეთ და კარგად მოთუშეთ.
სანამ კეცზე წყალი ბოლომდე ამოშრება, დაამატეთ კარაქი, მოაყარეთ ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი და, ქათმის გულ-ღვიძლთან ერთად, კარგად მობრაწეთ. შემდეგ დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, მოაყარეთ ქონდარი, ქინძი და მარილი. კიდევ 5 წუთით გააჩერეთ ღუმელში.
როგორც კი შენიშნავთ, რომ კერძი ზედა მხრიდანაც კარგად დაიბრაწა, კეცი ღუმელიდან გამოიღეთ.  


შენიშვნა:
ქათმის გულ-ღვიძლი იგივე მეთოდით შეგიძლიათ, ტაფაზეც მოამზადოთ.
ასევე, შეგიძლიათ, ჯერ ტაფაზე მოამზადოთ ქათმის გულ-ღვიძლი და სუფრაზე მიტანამდე, გაცხელებულ კეცზე გადაიტანოთ.
გამზადებულ ქათმის გულ-ღვიძლს ძალიან უხდება ზემოდან მოყრილი ალყა-ალყად დაჭრილი უმი ხახვი.

გემრიელად მიირთვით!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?