ფუმფულა ფუნთუშები - მოამზადეთ მარტივად სახლის პირობებში

კულინარია

27 ნოემბერი 12:00, 2016 წელი

ტკბილი და სურნელოვანი ფუნთუშები სწორედ ისაა, რაც ზამთრის ცივ დღეებში ცხელ ჩაის ძალიან უხდება. ჩვენი ტრადიციული მასპინძელი, რესტორან „საამოს“ (ხეივინის შესახვევი N2) გამოცდილი შეფ-მზარეული ლევან თებიძე სახლის პირობებში, მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი ფუნთუშების რეცეპტს გვიზიარებს.

ცომის შემადგენლობა:
კვერცხი - 2 ცალი,
შაქარი - 600 გრ.
რძე - 500 გრ.
მარგარინი „ონა“ -125 გრ.
საფუარი - 50 გრ.
ზეთი -30 გრ.
ფქვილი - 1,600 კგ.
ქიშმიში -100 გრ.
ვანილი - დანის წვერით.


სიროფის შემადგენლობა:
შაქარი - 1 ჭიქა,
წყალი - 1 ჭიქა.

მოქმედება 1:
ჯამში ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი ფქვილი, 1 სუფრის კოვზი საფუარი და 1 სუფრის კოვზი შაქარი.
დაასხით 1 ჭიქა თბილი წყალი, კარგად აზილეთ და თბილ ადგილას დადგით. (ეს ინგრედიენტები ზემოთ ჩამოთვლილებში არ შედის).

მოქმედება 2:
რძეში გაადნეთ მარგარინი ისე, რომ ძალიან არ გაცხელდეს.
ცალკე ჯამში, კვერცხით და შაქრით გააკეთეთ გოგლიმოგლი, დაუმატეთ რძეში გამდნარი მარგარინი, ვანილი და პირველ ჯამში ამოსული საფუარიანი მასა.
ეს ყველაფერი კარგად ათქვიფეთ (მიქსერის შემთხვევაში, დაბალ სიჩქარეზე), ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
სულ ბოლოს დაუმატეთ ქიშმიში, ზეთი და ცომი სითბოში დააყოვნეთ.


მოქმედება 3:
ცომი რომ ამოვა, ზეთში დასველებული ხელით ჩაზილეთ და კიდევ დააყოვნეთ. მეორედ ამოსვლის შემდეგ, ცომიდან თქვენთვის სასურველი ზომისა და ფორმის გუნდები ამოჭერით და ფქვილმოყრილ დაფაზე დააწყვეთ.

მოქმედება 4:
ცომის გუნდებს თქვენთვის სასურველი ფორმა მიეცით და თუნუქის ფურცელზე გადაიტანეთ.
სილიკონის ფუნჯით გადაუსვით წყალში ან რძეში ათქვეფილი კვერცხის გული და ცოტა ხანს კიდევ დააყოვნეთ.
კარგად რომ აფუმფულდება, 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შედგით და 10-15 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.

მოქმედება 5:
სიროფის მოსამზადებლად შაქარი და წყალი ხუთი წუთი ადუღეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.

მოქმედება 6:
ფუნთუშები კარგად რომ დაიბრაწება, ღუმელიდან გამოიღეთ და წინასწარ მომზადებული სიროფი წაუსვით. 

გემრიელად მიირთვით!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?