სოკოს კრემ-სუპი - მოამზადეთ 20 წუთში მხოლოდ ოთხი ინგრედიენტით

კულინარია

8 დეკემბერი 12:00, 2016 წელი
83

კულინარიაში კრემ-სუპები სულ უფრო პოპულარული ხდება. გარდა იმისა, რომ ეს გემრიელი წვნიანი მარტივად და სწრაფად მზადდება, ამავდროულად მსუბუქია და დიდი ხნითაც ანაყრებს. აუცილებლად სცადეთ!

სოკოს კრემ-სუპის რეცეპტს რესტორან „რივერსაიდ ბაბილოს“ მზარეული კახა გოგუა გვიზიარებს.


საჭირო ინგრედიენტები:
ქამა სოკო - 200 გრ;
ნაღები - 200 გრ;
ჰოლანდიური ყველი (გაუდა) – 50-60 გრ;
მარილი და პილპილი - გემოვნებით.

მომზადება:
საგულდაგულოდ გარეცხილი სოკო დაჭერით კუბიკებად, მოათავსეთ მაღალ ქვაბში, დაასხით ნაღები და შედგით ქვაბი ნელ ცეცხლზე 15 წუთით.
როგორც კი სოკო ოდნავ მოიხარშება, დაამატეთ მარილი, პილპილი და, დაახლოებით 2 წუთში გადმოიღეთ ღრმა თეფშზე.
მოაყარეთ გახეხილი ჰოლანდიური ყველი.
სულ ეს არის.
როგორც კი ყველი დნობას დაიწყებს, შეგიძლიათ, გემრიელად მიირთვათ.


შენიშვნა:
ნაღები არ უნდა იყოს ძალიან სქელი, სასურველია - 25%-იანი;
თუ გსურთ, სოკოს გემო უკეთ შეიგრძნოთ, სოკო ბოლომდე არ მოხარშოთ;
ნაღები შესაძლოა, ქვაბიდან გადმოვიდეს, ამიტომ, ყურადღებით იყავით და კერძს ხშირად მოურიეთ.