ცომისთვის საჭიროა:
კვერცხის გული - 6 ცალი
შაქარი - 1,5 ჭიქა
დარბილებული მარგარინი - 250 გრ.
მაიონეზი - 1 ს/კ
სოდა - 1 ჩ/კ
ლიმონის წვენი - 1 ს/კ
ვანილი - დანის წვერით
ფქვილი - 3 ს/ჭ
ბეზესთვის საჭიროა:
კვერცხის ცილა - 6 ცალი
შაქარი - 2 ჩ/ჭ
კრემისთვის საჭიროა:
კარაქი - 200 გრ.
მოხარშული, შესქელებული რძე - 1 ქილა
ვანილი - დანის წვერით
დაჭრილი მიწის თხილი ან ნიგოზი - 3 ს/კ
მომზადების წესი:
მოქმედება 1:
კვერცხის გულები, შაქართან ერთად, კარგად ათქვიფეთ.
დაუმატეთ დარბილებული მარგარინი და მაიონეზი.
ცოტა ხანს კიდევ თქვიფეთ და ბოლოს დაუმატეთ ლიმონის წვენში გახსნილი სოდა, ვანილი და ფქვილი.
მოქმედება 2:
მიღებული ნაზი ცომი გაყავით სამ ნაწილად და ნახევარი საათით მაცივარში მოათავსეთ. ამასობაში მოამზადეთ ცილოვანი მასა.
მოქმედება 3:
ცილები ათქვიფეთ მყარი კონსისტენციის „ღრუბლის“ წარმოქმნამდე.
როცა ბეზე იმდენად გამაგრდება, რომ ჯამის გადმობრუნებისას არ გადმოვა, თქვეფის შეუჩერებლად, ნელ-ნელა დაამატეთ შაქარი. რამდენიმე წუთი კიდევ თქვიფეთ და გააჩერეთ.
მოქმედება 4:
ცომის ერთი ნაწილი მაცივრიდან გამოვიღოთ და ხელის მოძრაობით გავაბრტყელოთ ცხიმწასმულ კულინარიულ ქაღალდზე.
ცომი ძალიან ელასტიკურია და ფირფიტა თხელი გამოდის.
დროის ეკონომიის მიზნით, შეგიძლიათ, სამივე ფირფიტა ერთდროულად გამოაცხოთ, თუმცა ცალ-ცალკე უკეთესია.
მოქმედება 5:
ცომის თითოეულ ფენას წაუსვით ბეზეს 1/3 და, დაახლოებით, 160 გრადუს ტემპერატურაზე ნახევარი საათი აცხვეთ.
ეცადეთ, რომ ბეზე ცომის კიდეებამდე არ წაუსვათ, თორემ მოცულობაში მოიმატებს და ცომის ნაპირებიდან გადმოვა.
მოქმედება 6:
სანამ ფირფიტები ცხვება, კრემი მოამზადეთ.
კარაქი და შესქელებული რძე კარგად ათქვიფეთ და ვანილი დაუმატეთ.
მოქმედება 7:
კრემის ნახევარი წაუსვით ნამცხვრის პირველ ფენას და მოაყარეთ ცოტა დაჭრილი ნიგოზი.
იგივე გაიმეორეთ მეორე ფირფიტის შემთხვევაშიც.
მესამეს თავზე ქაოსურად მოასხით შოკოლადის მინანქარი და დაჭრილი ნიგოზი მოაყარეთ.
გემრიელად მიირთვით!