კარტოფილის წვნიანი ხორცის ბურთულებით 20 წუთში!

კულინარია

12 იანვარი 12:00
94

დღეს ადვილად მოსამზადებელ და ადვილად მოსანელებელ კერძს გთავაზობთ, რომელიც გადატვირთული დღესასწაულების შემდგომ უდავოდ გესიამოვნებათ. მისი მომზადება ნებისმიერი ხორცით შეგიძლიათ - ქათმის, ძროხის, ინდაურის ან შერეული ძროხა-ღორით. 

კარტოფილის წვნიანის მოსამზადებლად საჭიროა:
ხორცის ფარში - 250-400 გრ;
კარტოფილი - 4-5 ცალი;
ხახვი - 1 ცალი;
სტაფილო - 1 ცალი;
მანანის ბურღული - 3-4 ს/კ;
კამა - 100 გრ;
მარილი, პილპილი - გემოვნებით;
წყალი - 2,5-3 ლიტრი.


მომზადების წესი:
წვნიანისთვის საჭირო ინგრედიენტები გარეცხეთ და მოათავსეთ  ჯამში.
მოზრდილ ქვაბში ჩაასხით წყალი და დადგით ცეცხლზე ასადუღებლად;

სანამ წყალი ადუღდება, გათალეთ კარტოფილი, სტაფილო და გაფრცქვენით ხახვი. ბოსტნეული დაჭერით საშუალო ზომებად და ჩაყარეთ ადუღებულ წყალში დაამატეთ მარილი და გააგრძელეთ დუღილი კიდევ 10 წუთით;

სანამ ბოსტნეული იხარშება, სველი ხელით აიღეთ ცოტაოდენი ფარში და გააკეთეთ საშუალო ზომის ბურთულები.
შემდეგ ხორცის ბურთულები მოათავსეთ ქვაბში ბოსტნეულთან ერთად და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში.

კერძის საბოლოო მომზადებამდე 5 წუთით ადრე დაამატეთ მანანის ბურღული და კარგად მოურიეთ, რათა არ დაიმარკვლოს.
ბოლოს დაამატეთ წვრილად დაჭრილი კამა და სასურველი სუნელები. შეგიძლიათ, გაზქურა გამორთოთ, კარტოფილის წვნიანი ხორცის ბურთულებით მზად არის!


შენიშვნა:
თუკი წვნიანს ქათმის ფარშით ამზადებთ, მის მოსახარშად 10 წუთიც საკმარისია.
წვნიანს, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ, ცოტაოდენი ტომატიც დაამატოთ.


გემრიელად მიირთვით!