სალათ „ნიცას“ სხვადასხვა რეცეპტით ამზადებენ, თუმცა ჩვენ შემოგთავაზებთ კლასიკურ ვარიანტს ფრანგი მზარეულისგან.
სალათ „ნიცას“ მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:
ნიორი - 2 კბილი;
კიტრი - 450 გრ;
ხახვი - 100 გრ;
ბულგარული მწვანე წიწაკა - 200 გრ;
შავი ზეთის ხილი - 75 გრ;
პომიდორი - 300 გრ;
კონსერვირებული თინუსი - 250 გრ;
მწვანე ლობიო - 200 გრ;
კვერცხი - 3 ცალი;
ოხრახუში - გემოვნებით;
ზეითუნის ზეთი - 75 გრ;
მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით;
ბაზილიკი - გემოვნებით.
მომზადების წესი:
კონსერვირებული თინუსი გახსენით, გადაიტანეთ საწურზე, რათა ზედმეტი სითხისგან დაიცალოს;
ზეთის ხილს გააცალეთ კურკები;
ბულგარული წიწაკა გაასუფთავეთ თესლებისგან და დაჭერით მოგრძო წვრილ ნაჭრებად;
პომიდორს კანი მოაცილეთ და წვრილად დაჭერით;
კიტრი გათალეთ და კუბიკებად დაჭერით ;
გარჩეული ხახვი მრგვალად და წვრილად დაჭერით;
დაჭრილი ინგრედიენტები ცალ-ცალკე ჯამებში ჩაყარეთ;
გასუფთავებული და გარეცხილი მწვანე ლობიო ჩაყარეთ მარილიან ცივ წყალში და დადგით ცეცხლზე მოსახარშად. ადუღეთ 5-10 წუთი და როგორც კი მოიხარშება, საწურზე გადაიტანეთ.
მწვანე ლობიოს პარალელურად, შეგიძლიათ, კვერცხიც მოხარშოთ.
ახლა კი სალათის შეზავებას შეუდექით:
აიღეთ მოზრდილი სასალათე თეფში. ზედ დაალაგეთ კუბიკებად დაჭრილი კიტრი, დაჭრილი ხახვის რგოლები და დაჭყლეტილი ნიორი. შემდეგ ფენად კი ბულგარული წიწაკა, პომიდორი, თინუსის ნაჭრები და მწვანე ლობიო გაუკეთეთ. ზედ მოათავსეთ შუაზე გაჭრილი მოხარშული კვერცხი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. სულ ბოლოს კი სალათ „ნიცას“ მოასხით ზეითუნის ზეთში გადარეული ბაზილიკი, მარილი და შავი პილპილი. კერძი მზად არის, შეგიძლიათ, სუფრასთან მიიტანოთ.
შენიშვნა:
„ნიცას“ მოსამზადებლად 15 წუთი საკმარისია;
როგორც კი თინუსს საწურიდან თეფშზე გადაიტანთ, შეგიძლიათ, ჩანგლით, მარტივად დაანაწევროთ, რათა სალათში ძალიან დიდი ნაჭრები არ იყოს.
გემრიელად მიირთვით!