ხაჭოსა და არაჟნის ტორტი ცხობის გარეშე

კულინარია

22 იანვარი 12:00
106

თუ გახურებულ გაზქურასთან ტრიალი არ გხიბლავთ, მაგრამ ტკბილეულის მოყვარული ბრძანდებით, ეს დესერტი თქვენთვისაა. 

ინგრედიენტები ცომისთვის:
შოკოლადის მინანქრიანი ნამცხვარი  „საიუბილეო“ – 12 ცალი.
ხაჭო-500 გრ.
არაჟანი 20%-იანი -180 გრ.
შაქრის პუდრა - 220 ან 250 გრ.
ლიმონის ცედრა - 1 ჩ/კ.
ჟელატინი - 1 ჩ/კ.
ვანილი დანის წვერით.


მინანქრისთვის საჭიროა:
შავი შოკოლადი - 100 გრ.
კარაქი - 3 ჩ/კ

მომზადების წესი:

ჟელატინი 50 მლ. ანადუღარ, ცივ წყალში 40-50 წუთით დაალბეთ.

ხაჭო კარგად ასრისეთ შაქრის პუდრასთან, არაჟანთან და ლიმონის ცედრასთან ერთად.

დამბალი ჟელატინი წყლის აბაზანაზე განუწყვეტელი მორევით გაადნეთ. 5 წუთით გააგრილეთ და ხაჭოს ნაზავში შეურიეთ. ამის შემდეგ ყველაფერი კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

სწორკუთხა, ღრმა ფორმაში ფოლგა ან საცხობი ქაღალდი ჩააფინეთ. ფორმის ძირში შოკოლადის ნამცხვარი მოაწყვეთ და ზემოდან ხაჭოს ფენა გადაუსვით. შემდეგ ისევ შოკოლადის ნამცხვარი, ხაჭოს ფენა და ასე გააგრძელეთ, სანამ ფორმას მთლიანად არ გაავსებთ. ნამცხვარი კარგად შეფუთეთ და რამდენიმე საათით მაცივარში შედგით.

გაცივებული ტორტი ფართო ლანგარზე ფრთხილად გადმოაბრუნეთ და ფოლგა მოხსენით.

შოკოლადი დატეხეთ და კარაქთან ერთად, ჯამში ჩაყარეთ. ჯამი წყლის აბაზანაზე დადგით და შოკოლადის გადნობამდე ურიეთ.

მზა მინანქარი გამზადებულ ხაჭოს ტორტს მოასხით და სურვილისამებრ მორთეთ. 

შენიშვნა:
მინანქრიანი „საიუბილეოს“ ნაცვლად,  ჩვეულებრივი „საიუბილეოს“გამოყენებაც შეგიძლიათ.

გემრიელად მიირთვით!