შავი ზღვის თაიგულის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:
კალმახი - 2 ცალი;
მაკრელი (სკუმბრია) – 2 ცალი;
ბარაბულკა - 250 გრ;
ლიმონი - 180 გრ;
ძირა - 5 გრ;
ზაფრანა;
უცხო სუნელი - 5 გრ;
მარილი - გემოვნებით;
კიტრი, პომიდორი და ბულგარული წიწაკა - გასაფორმებლად.
მომზადების წესი:
კალმახი, მაკრელი და ბარაბულკა საგულდაგულოდ გარეცხეთ და შეძლებისდაგვარად მოაშორეთ ფხები.
გასუფთავებული თევზი გაჭერით შუაში (სიგრძეზე), მოაყარეთ ძირა, ზაფრანა, ლიმონის ცედრა (გახეხილი), მარილი და უცხო სუნელი.
შემდეგ გადაიტანეთ გრილის ბადეში, მოასხით ლიმონის წვენი და შეწვით მაყალზე.
როგორც კი თევზი ორივე მხრიდან შეიწვება, გადაიტანეთ მოზრდილ თეფშზე, გააფორმეთ დაჭრილი კიტრით, პომიდვრით და ბულგარული წიწაკით. გემრიელად მიირთვით!
შენიშვნა:
თუკი სახლში გრილის ბადე არ მოგეპოვებათ, შეგიძლიათ, თევზის მიქსი ჩვეულებრივ ტაფაზე შეწვათ ორივე მხრიდან, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ თევზის ტაფაზე შეწვისას აუცილებლად გამოიყენეთ სიმინდის ზეთი;
შავ ზღვის თაიგულის მომზადებას სულ 15 წუთი სჭირდება.