სოტე საქონლის ხორცით - კერძი ჭეშმარიტი გურმანებისთვის!

კულინარია

15 დეკემბერი 12:00, 2016 წელი

სოტე კერძის მომზადების განსაკუთრებული ხერხია. ღრმა ტაფაში მოთავსებული ინგრედიენტები მაღალ ცეცხლზე იწვება, ტაფა კი ხშირ-ხშირად უნდა ამოძრაოთ და ინგრედიენტები ახტუნაოთ, რათა კარგად შეერიოს ერთმანეთს და ყველა მხრიდან დაიბრაწოს. სოტეს ამზადებენ ბოსტნეულით, ქათმით, სოკოთი... დღეს წარმოგიდგენთ სოტეს საქონლის ხორცით - მარტივად და სულ რამდენიმე წუთში უგემრიელესი კერძის დაგემოვნებას შეძლებთ.

სოტეს რეცეპტს რესტორან „რივერსაიდ ბაბილოს“ მზარეული ლევან ვეკუა გვიზიარებს.


სოტეს მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:
საქონლის ხორცის სუკი - 300 გრ;
ქამა სოკო - 200 გრ;
არაჟანი - 100 გრ;
ხახვი - 1 ცალი;
ქინძი - 20 გრ;
ნიორი - 2-3 კბილი;
ტომატი - 30 გრ;
პომიდორი - 1 ცალი;
შავი პილპილი და მარილი - გემოვნებით.


სოტეს მომზადების წესი:
საქონლის ხორცი გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და ზეთიან ტაფაზე შეწვით. როგორც კი ხორცი ერთი მხრიდან შეიწვება, გადააბრუნეთ და, დაახლოებით, 5 წუთის შემდეგ დაამატეთ ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი.
კერძს ხშირად მოურიეთ.
შემდეგ დაჭერით ქამა სოკო საშუალო ზომებად.
როგორც კი ხორცი და ხახვი კარგად მოითუშება, ქამა სოკო ხორციან ტაფაში დაამატეთ.
დაახლოებით, 5 წუთის შემდეგ დაამატეთ 100 გრამი წყალი და გააგრძელეთ კერძის მოთუშვა ახლა უკვე თავდახურულ ტაფაში და ნელ ცეცხლზე.
დაელოდეთ კიდევ 5  წუთი და დაამატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, დაჭყლეტილი ნიორი, ტომატი, პილპილი და მარილი.
როგორც კი მიხვდებით, რომ ტაფაზე მოთავსებული ყველა ინგრედიენტი კარგად მოითუშა, გაზქურა გამორთეთ, დაამატეთ არაჟანი და კარგად მოურიეთ.
სოტე გადაიტანეთ მოზრდილ თეფშზე. გააფორმეთ მრგვალად დაჭრილი პომიდვრით.


შენიშვნა:
ხორცის შეწვის დროს ტაფას არ დაახუროთ და ხშირად მოურიეთ;
თუკი კერძში წყალმა ჩაიშრო, შეგიძლიათ, დაამატოთ ცივი წყალი;
თუკი სოტე სუფრაზე მისატანად გაქვთ გათვლილი, ტაფიდან გადაიტანეთ კეცზე;
სოტეს მომზადებას სულ 40 წუთი დასჭირდება.


გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?