არდისია - გაახარეთ და გაინაღდეთ აყვავებული ზამთარი!

მებაღის რჩევები

29 ივნისი 14:00, 2016 წელი

არდისია მინიატურული ხის ფორმის მცენარეა. ყვავილობას გაზაფხულიდან იწყებს, ხოლო ყვავილობის დასრულებისთანავე კენკრა ნაყოფს ისხამს, რომელიც მცენარეზე მომდევნო ყვავილობამდე რჩება. ასე რომ, არდისია წლის ნებისმიერ დროს ულამაზესი სანახავია.


არდისია, იგივე არდიზია (ლათ. Ardisia)
- მინიატურული ხის ან კომპაქტური ბუჩქის ფორმის, მარადმწვანე მცენარე, რომელიც 250-მდე სახეობას აერთიანებს და, ძირითადად, აზიისა და ამერიკის სუბტროპიკულ რაიონებშია გავრცელებული.
არდისია სიმაღლით 1მ-მდე იზრდება. ფოთლები პრიალა და ტყავისებური აქვს. გაზაფხულზე ან ზაფხულში წვრილ-წვრილი, მაგრამ ფუმფულა ყვავილებით ყვავის, რომელთა შეფერილობა შეიძლება იყოს ვარდისფერი ან მოვარდისფრო თეთრი. ყვავილობის დასრულებისთანავე მომწიფებას იწყებს ბურთისებური ნაყოფი, რომელიც თავიდან მოყვითალო მოთეთრო ფერისაა, შემდგომ კი მკვეთრ წითელ შეფერილობას იღებს. ნაყოფი მცენარეზე მომდევნო ყვავილობამდე რჩება. ამიტომ არდისია ძალიან ლამაზი სანახავია მთელი ზამთრის განმავლობაში.


განათება
არდისია თავს კარგად გრძნობს ნათელ ადგილას, თუმცა მზის პირდაპირი სხივები ვნებს. ამიტომ საუკეთესო ვარიანტია მცენარე ოთახის ყველაზე კარგად განათებულ ადგილას მოათავსოთ, შუადღის საათებში კი მზე თხელი ფარდით მოუჩრდილოთ. ზაფხულობით შეგიძლიათ, მცენარე სუფთა ჰაერზე - აივანზე ან ბაღშიც გაიტანოთ. ზამთარში, განსაკუთრებით კი ღრუბლიან ამინდებში, მცენარეს დამატებით ხელოვნური განათებაც მოუწყვეთ.

ტემპერატურა
აქტიური ზრდის პერიოდში ტემპერატურა შენობაში - 20-22 გრადუსი, ზამთარში კი 15-18 გრადუსი უნდა იყოს. ეცადეთ, ტემპერატურა 12 გრადუსს ქვემოთ არასდროს ჩამოვიდეს.

ჰაერის ტენიანობა
არდისია ჰაერის მაღალ ტენიანობას საჭიროებს, ამიტომ კარგი იქნება, ფოთლებზე წყალი რეგულარულად შეასხუროთ. წყლის შესხურება მხოლოდ ყვავილობისა და ნაყოფის მომწიფების განმავლობაში შეწყვიტეთ.

მორწყვა
აქტიური ზრდის პერიოდში (გაზაფხულ-ზაფხულში) არდისია უხვად უნდა მორწყათ, ზამთრის პერიოდში კი ეცადეთ, მიწა მხოლოდ ოდნავ ტენიან მდგომარეობაში იყოს. მოსარწყავად ოთახის ტემპერატურის, ნადგომი წყალი გამოიყენეთ.



ნიადაგი და გადარგვა
არდისიას გადარგვა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში სჭირდება მაშინ, როცა ფესვები ქოთანს გადაავსებს. გადარგვისთვის საუკეთესო პერიოდი გაზაფხულია.
ნიადაგი აუცილებლად ფხვიერი და ნოყიერი უნდა იყოს, მცირედ ან ნეიტრალურად მჟავე. აუცილებელია სუბსტრატში ცოტაოდენი მსხვილი ქვიშის, ან ტორფის ჩამატება. ქოთნის ძირში კარგი დრენაჟის მოწყობაც არ დაგავიწყდეთ.

განოყიერება
გაზაფხულსა და ზაფხულში მცენარე 2-3 კვირაში ერთხელ რომელიმე კომპლექსური, თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. მოსვენების პერიოდში კი მცენარეს განოყიერება არ სჭირდება.

გამრავლება
არდისია შეგიძლიათ, თესლით ან კალმით გაამრავლოთ.
თესლით გასამრავლებლად საჭიროა: იანვარ-მარტში ჩათესოთ თესლი ტორფისა და ქვიშის ნაზავში და ნათესი 18-20 გრადუს ტემპერატურაზე მოათავსოთ.
კალმის გასამრავლებლად: მოაჭერით კენწეროს კალამი და 25-28 გრადუსზე დააფესვიანეთ. დაფესვიანებული კალამი თავიდან 7-9 სმ. დიამეტრის ქოთანში უნდა გადარგოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?