„ეკლიანი ვარსკვლავის“ მოვლის წესები

მებაღის რჩევები

9 ივლისი 12:00, 2016 წელი

ასტროფიტუმი, იგივე „ეკლიანი ვარსკვლავი“, პატარა ზომის კაქტუსია, რომელიც სწორი მოვლის პირობებში გაზაფხულიდან შემოდგომამდე ძალიან ლამაზად ყვავის.

ასტროფიტუმი (ლათ. Astrofhytum) - პატარა ზომის კაქტუსი, რომელიც ძირითადად, ამერიკისა და ტეხასის ცხელ და მშრალ ადგილებში ხარობს. ზემოდან ის 3-10 ნაწილადაა გაყოფილი და ვარსკვლავს წააგავს, მისი მეორე სახელწოდებაც - „ეკლიანი ვარსკვლავი“ სწორედ აქედან მომდინარეობს.
ასტროფიტუმის სახეობები ძალიან ნელა იზრდება, მაგრამ სამაგიეროდ ყვავილობას იწყებს ადრიანად. სწორი მოვლის პირობებში, მცენარე გაზაფხულიდან შემოდგომამდე ყვავის - ყვითელი ან მოწითალო ფერის ყვავილებით. ასტროფიტუმის ყვავილი 1-3 დღე ძლებს, შემდეგ კი ჭკნება და ცვივა.
კაქტუსების მოყვარულებში პოპულარობით სარგებლობს ასტროფიტუმის კულტივირებული სახეობები, რომლებიც სხვადასხვა სახეობათა ხელოვნური შეჯვარებით გამოჰყავთ.


განათება
ასტროფიტუმს ძალიან უყვარს შუქი, ამიტომ წელიწადის ყველა დროს ინტენსიური განათება სჭირდება. მცენარე განსაკუთრებით კარგად ხარობს სამხრეთის ფანჯარაზე, მხოლოდ ზაფხულის დასაწყისში მზის პირდაპირი სხივები ფარდით მოუჩრდილეთ.

ტემპერატურა
ზაფხულში მცენარეს 20-25 გრადუსი ტემპერატურა სჭირდება. სასურველია, დღისა და ღამის ტემპერატურა ერთმანეთისგან რამდენიმე გრადუსით განსხვავდებოდეს, ამიტომ ზაფხულობით, როგორც კი მოსაღამოვდება, კაქტუსი აივანზე ან ლოჯიაში გაიტანეთ და იქ მთელი ღამით დატოვეთ.
ზამთარში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 10 გრადუსს უნდა აღწევდეს. შენობაც რეგულარულად გაანიავეთ.

ჰაერის ტენიანობა
ასტროფიტუმს მშრალი ჰაერი უყვარს, ამიტომ მას წყალს არ ასხურებენ.

მორწყვა
ზაფხულში მცენარე მხოლოდ მაშინ მორწყეთ, როცა მიწა მთლიანად გამოუშრება, ზამთარში კი - როცა მცენარე უწყლობისგან მოიწყენს. ყოველი ზედმეტი წყლის წვეთი მცენარეს ვნებს, ამიტომ უმჯობესია, წყალი ზემოდან კი არ დაასხათ, არამედ ქოთნის სადგამზე. მცენარე საჭირო რაოდენობის წყალს სადგამიდან თავად შეიწოვს. მოსარწყავად ჩვეულებრივი ონკანის წყალი გამოიყენეთ.

განოყიერება
აქტიური ზრდის პერიოდში ასტროფიტუმი თვეში ერთხელ კაქტუსებისთვის განკუთვნილი კომპლექსური მინერალური სასუქის ნახევარი დოზით გაანოყიერეთ. ზამთარში მცენარეს განოყიერება არ სჭირდება.

გადარგვა
ასროფიტუმს არ უყვარს გადარგვა, ამიტომ რაც შეიძლება იშვიათად გადარგეთ - მხოლოდ მაშინ, როცა ფესვები ქოთანს მთლიანად გადაავსებს. გადარგვისას მცენარე არავითარ შემთხვევაში მიწაში ღრმად არ მოათავსოთ, რადგან ეს მის ლპობას გამოიწვევს.
ქოთნის ფსკერზე კერამზიტით ან დაფხვნილი აგურით დრენაჟიც მოუწყვეთ. შეგიძლიათ, ლამაზი კენჭები მიწის ზედაპირზეც დაალაგოთ, ეს მცენარეს საშუალებას არ მისცემს ტენიან მიწასთან კონტაქტი ჰქონდეს.

ნიადაგი
კარგი იქნება, თუ სუბსტრატს თანაბარი რაოდენობის კორდის მიწის, ფოთლოვანი მიწის, ტორფის, ქვიშისა და დაფხვნილი აგურით მოამზადებთ. ხშირად ნიადაგში დაფხვნილ კვერცხის ნაჭუჭსაც ამატებენ.

გამრავლება
ასტროფიტუმი მხოლოდ თესლით მრავლდება. თესლი გაზაფხულზე უნდა ჩათესოთ და 2-22 გრადუსზე მოათავსოთ. ასეთი წესით მცენარე საკმაოდ სწრაფად მრავლდება.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?