რა სამუშაოები უნდა ჩაატაროთ გაზაფხულზე ბაღში?

მებაღის რჩევები

7 მარტი 14:00, 2015 წელი

გაზაფხულზე მცენარეების მოვლის ახალი ეტაპი იწყება, თუმცა მათი მოვლის წესები ყველამ როდი იცის...

ლამაზი ბაღის გაშენებაში სამების საკათედრო ტაძრის მებაღე მაია ქურდაძე დაგვეხმარება. თქვენ კი დროა, მოიმარჯვოთ - მზისგან დამცავი ქუდი, ხელთათმანები, ნიჩაბი, სარწყავი... დანარჩენი ატრიბუტები გზადაგზა კიდევ გაგვახსენდება და გავიგოთ - როგორ უნდა მოვუაროთ მცენარეებს და რა სამუშაოები უნდა ჩავატაროთ ბაღში ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ?!


როდის უნდა დაიწყოთ ბაღში საგაზაფხულო სამუშაოები?
თუ თბილი ამინდებია, ბაღში  საგაზაფხულო სამუშაოების დაწყება თებერვლიდან შეგიძლიათ. მართალია, ეს საქმე არც მარტშია დაგვიანებული, მაგრამ ის მცენარეები, რომლებიც შედარებით ადრე იღვიძებენ, აუცილებლად კვირტების დაბერვამდე უნდა მოამზადოთ.


 


როგორ ხდება მცენარეების მომზადება



მცენარეების მოზადება დაიწყეთ ყველაზე ზედა სართულებიდან და მიჰყევით შემდეგი თანმიმდევრობით:
ხეების გასხვლა;
ზედმეტი ტოტების მოცილება ანუ ფორმირება;
სქელქერქიანი ხეების დამსკდარი კანის აფხეკა.
ფოთლოვან ხეებს გასხვლისას აუცილებლად მოაცილეთ ყველა ის ტოტი, რომელიც ვარჯის შიგნითა მიმართულებით იზრდება.
ხეებსა და მოზრდილ ბუჩქებს ფრთხილად მოახერხთ ხმელი ტოტები, ჭრილობაზე (მოჭრილ ადგილებზე) კი ბაღის მალამო წაუსვით. ამ გზით, მცენარეს მავნებელი მწერებისგან და ტოტებში წყლის ჩასვლისგან დაიცავთ.
ხეებს უხეში ნახეთქები, ბრტყელი და თხელზედაპირიანი ხისტი იარაღის მეშვეობით, კარგად მოაშორეთ, რადგან, როგორც წესი, მკვდარი ქერქის სქელი ფენის ქვეშ მავნებელი მწერები იზამთრებენ.


აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შედეგად დაგროვილი ნარჩენები, ბაღიდან სასწრაფოდ გაიტანეთ და გაანადგურეთ.


 


ნიადაგის დამუშავება-დასუფთავება


სანამ ნიადაგის დამუშავებას დაიწყებდეთ, ჯერ ხმელი ბალახისა და ზამთარში ჩამოცვენილი ფოთლებისგან ბაღი გაასუფთავეთ. ამისთვის, საჭიროა ბაღის მთელი ბალახოვანი საფარი ოთხივე მიმართულებით, გულდასმით დაფოცხოთ. ამის შემდეგ, თამამად შეგიძლიათ, მცენარეების ირგვლივ ნიადაგის შემობარვა დაიწყოთ, ოღონდ გათვალისწინეთ, რომ დიდ ხეებს - დაახლოებით, 1 მეტრის რადიუსზე, ხოლო ბუჩქებს და პატარა მცენარეებს - 0,5 მეტრის რადიუსზე სჭირდებათ შემობარვა. დაბარვის სიღრმე მცენარის ფესვის განლაგებაზეა  დამოკიდებული - იმ მცენარეს, რომელსაც ფესვები ზედაპირულად აქვს განვითარებული, ნიადაგი ძირიდან ცოტა მოშორებით და ზედაპირულად ამოუბარეთ, ხოლო იქ, სადაც ფესვები ღრმადაა, განსაკუთრებული სიფრთხილე არ გმართებთ.


როგორ უნდა მორწყათ ბაღის მცენარეები?
მცენარეების ირგვლივ ნაბარი წრეები ანუ ჯამები მიწის საერთო ზედაპირთან შედარებით ჩაღრმავებული უნდა იყოს. ამისთვის შეიძლება, მიწის ზედა ფენა საერთოდ მოაშოროთ - ასე ნაბარ წრეებში სარწყავი წყალიც უკეთესაც ჩაიჟონება და ჰაერიც უკეთ იმოძრავებს. კარგი იქნება, თუ მორწყვისას ამ წრეებში წყალს ჩააგუბებთ, რაც გარდა იმისა, რომ მცენარის ფესვებს წყლით კარგად მოამარაგებს - მიწისქვეშ მოზამთრე მავნებლებსაც გაანადგურებს.


 


მცენარეების საგაზაფხულო შეწამლა


საგაზაფხულო შეწამლა მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და ტარდება მანამ, სანამ მცენარეებს სძინავთ ანუ სანამ კვირტები დაებერებათ. კოკრებისა და ყვავილობის დროს არც შეწამლა და არც სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებები რეკომენდებული არ არის. რაც შეეხება შესაწამლ პრეპარატებს, მცენარეთა დაცვის სპეციალურ მაღაზიებში მათი დიდი არჩევანია წარმოდგენილი.
ხეებსა და ბუჩქებს, რომლებიც მავნე მწერებს იზიდავენ, ზროზე და ტოტებზე მინერალური ზეთის წყალხსნარი უნდა აპკუროთ. რის შემდეგაც, მინერალური ზეთის თხელი ფენა ტოტების ზედაპირს გადაეკვრება და მასზე მოზამთრე მწერებსა და მათ კვერცხებს განვითარების საშუალებას უსპობს.


ის მცენარეები, რომლებიც სოკოვანი დაავადებებით ზიანდებიან, უნდა შეწამლოთ სპილენძის პრეპარატებით - შაბიამნითა და ბორდოს ხსნარით. ამ პრეპარატების ადრეული შესხურება დიდი ხნით დაიცავს მცენარეს სოკოვანი დაზიანებისგან.


რაც შეეხება ხეების ზროს კირხსნარით შეთეთრების ავკარგიანობას - ამის საჭიროება პატარა ფართობის ბაღებში მაინცდამაინც არ არის. ეს ღონისძიება ხეხილის საწარმოო ბაღებში უფრო მიზანშეწონილია, სადაც მავნებელ-დაავადებები უფრო სტიქიურად ედება ხოლმე დიდ ფართობებს. კირით შეიძლება შეათეთროთ მხოლოდ ის ახალგაზრდა მცენარეები, რომლებსაც თხელი და შედარებით ნაზი ქერქი აქვთ. კირის თეთრი ფერი კარგად ირეკლავს თაკარა მზის სხივებს და ახალგაზრდა ხეებს მზით დაწვისა და გამოფიტვისგან იცავს.


 


ნიადაგის სასუქით განოყიერება
ნიადაგის გასანოყიერებლად უამრავი ორგანული და არაორგანული სასუქი არსებობს, მაგრამ   მათ შორის ყველაზე საუკეთესო - გადამწვარი ნაკელია. ნაკელი ორგანული სასუქია და, გარდა იმისა, რომ მცენარის საკვებ ყველა ელემენტს შეიცავს, ამავდროულად ნიადაგის სტრუქტურასაც აუმჯობესებს, არეგულირებს მასში ჰაერისა და წყლის გამტარობას, სიმძიმეს და ა.შ. ნაკელის გამოყენებას თავისი წესი აქვს - იგი მცენარის ძირში 5-10 სმ-ის სიმაღლეზე უნდა დაყაროთ და შემდეგ მსუბუქად ჩაბაროთ.
ნიადაგის გასანოყიერებელი კიდევ ერთი საუკეთესო ორგანული საშუალებაა - კომპოსტი, რომელიც ზუსტად ისე უნდა მოიხმაროთ, როგორც ნაკელი.
არაორგანული ანუ ქიმიური წარმოებით მიღებული სასუქებიდან გამოვყოფდი - გვარჯილას, ნიტროამოფოსს, NPK-ს, რომლებიც ძალიან კარგ დახმარებას უწევენ მცენარეებს გაზაფხულზე.
ამ სასუქებს ერთნაირი დოზირება აქვთ: მოაბნიეთ 1 მუჭა ნივთიერება 1მ2 და შემდეგ მსუბუქად მორწყეთ.


ზემოთ ჩამოთვლილი სასუქების გარდა, კიდევ უამრავი ნიადაგის გასანოყიერებელი საშუალება არსებობს. ამ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი ვარიანტები განვიხილეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?