ოთახის ია - როგორ გავახაროთ და მოვუაროთ

მებაღის რჩევები

14 მარტი 14:00, 2015 წელი

სენპოლია, უზამბარის ია, ოთახის ია... - ესენი სხვადასხვა მცენარეები არ გეგონოთ, ეს სამხრეთ აფრიკული ულამაზესი ყვავილია, რომელიც ყველა ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 


როგორ გავახაროთ და მოვუაროთ სენპოლიას, რათა ინტერიერს და ცხოვრებას დიდი ხნის განმავლობაში გვილამაზებდეს?! ამ საკითხზე სამების საკათედრო ტაძრის  მებაღე მაია ქურდაძე გვესაუბრება:


 


ოთახის ია - სენპოლია


ოთახის ია, იგივე სენპოლია (ლათ. Saintpaulia) - გესნერისებრთა ოჯახის ყვავილდეკორატიული ბალახოვანი მცენარეა. ამ მცენარეს მებაღეები უზამბარის იასაც ეძახიან. სენპოლიას სამშობლო აღმოსავლეთ აფრიკის მთიანი რაიონებია, სადაც, ის, ძირითადად, მდინარისპირა ფერდობებზე იზრდება.


სელექციონერებმა სენპოლიას უამრავი ჰიბრიდული ჯიში შექმნეს, რომლების ერთმანეთისგან არა მხოლოდ ყვავილებით, არამედ ფოთლების ფორმითა და შეფერილობითაც განსხვავდებიან.


ყვავილების ფორმის მიხედვით, ოთახის იებს რამდენიმე ჯგუფად ყოფენ:
კლასიკური, ვარსკვლავისებრი, არშიიანი, ფანტაზია, ქიმერა, ამპელური იები და ა.შ.
ბოლო დროს ძალიან პოპულარულია ჭრელფოთოლა სენპოლია, რომელსაც ნაირფერი ყვავილები ამშვენებს.


სენპოლია გამორჩეულია იმითაც, რომ ყვავილებით მთელი წელი გვანებივრებს - შეუსვენებლად შეუძლია ყვავილობა.


 


ადგილი და განათება


სენპოლიას უყვარს სინათლე, მაგრამ არ უყვარს მცხუნვარე მზის სხივები  - ფოთლები ეწვება ან უხუნდება, ამიტომ  ნათელ ადგილზე დადგით, ისე რომ მზე  არ უდგებოდეს. მცენარეს სინათლე ყველა მხრიდან კარგად რომ ხვდებოდეს, საჭიროა, პერიოდულად სხვადასხვა მხარეს ატრიალოთ.


სენპოლია განსაკუთრებით ცუდად იტანს ორპირ ქარს და ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს, თუმცა საბოლოო ჯამში, ზამთრის ოთახის სიგრილეს უფრო კარგად უძლებს, ვიდრე მწველ სიცხეს.


 







მორწყვა და ტენიანობა
სენპოლიებს ზომიერი მორწყვა უყვართ, ხოლო მოსარწყავია თუ არა, ამას ადვილად შეამჩნევთ - ფოთლები მოიწყენენ და დაბლა დაიხრებიან. მორწყვისას, ეცადეთ, ფოთლებზე წყალ არ მოხვდეს, რადგან სენპოლიას ნაზ, ბუსუსებიან ფოთლებზე მოხვედრილი წყალი იქ დიდხანს რჩება და თუ მზემაც დაანათა ფოთოლი იწვება. ამიტომ კარგი იქნება, თუ სენპოლიას ქოთნის ფსკერიდან მორწყავთ:  მორწყვისას  ოთახის ტემპერატურის წყალი დაასხით ქოთნის ქვესადგამზე, რასაც მცენარე 10-15 წუთში შეიწოვს საკმარისია, დარჩენილი წყალი კი გადაღვარეთ. იმ შემთხვევაში, თუ ქოთანს ზემოდან ვრწყავთ, წყალი უნდა დავასხათ ვიწროპირიანი ჭურჭლით, თან აუცილებლად - არა ქოთნის შუაში, არამედ მის ნაპირზე. სანამ მიწის ზედაპირი არ გამოშრება, მცენარეს ხელმეორედ ნუღარ მორწყავთ.


 


გადარგვა
გადარგვისას, სენპოლიას ფესვებიდან მიწის გუნდა არ შემოაცალოთ და ახალ ქოთანში მთლიანად გადაიტანეთ. ქოთნის მასალას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ფორმას კი აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ - სენპოლიას ფართო ქოთანი არ უყვარს და ვიწრო ქოთანში უკეთ გრძნობს თავს. მნიშვნელოვანია ნიადაგი იყოს ნოყიერი, ქვიშაშერეული და რაც მთავარია - წყლით კარგად იჟღინთებოდეს. დრენაჟისთვის, კარგი იქნება ქოთნის ფსკერზე კენჭები ჩაალაგოთ. 


 


კვება
ახალგადარგული სენპოლია დამატებით კვებას საერთოდ არ საჭიროებს, დარგვიდან ერთი თვის შემდეგ კი უკვე შეგვიძლია, თვეში ერთხელ სპეციალური სასუქი მივცეთ. სენპოლიასთვის  ნიტროამოფროსი ან მოყვავილე დეკორატიული მცენარეებისთვის განკუთვნილი სხვა ორგანული  თუ მინერალური სასუქები უნდა გამოვიყენოთ.


 


გამრავლება
სენპოლიას გამრავლების პირველი ეტაპი გასამრავლებლად ვარგისი ფოთლის შერჩევაა. ვინც დაფესვიანებას პირველად აპირებს, უმჯობესია, ისეთი ფოთოლი შეარჩიოს, რომელსაც გახარების მეტი შანსი აქვს. ასეთი კი, როგორც სელექციონერები გვირჩევენ - შუა რიგის ფოთლებია.



მცენარეს ფოთოლი ყუნწიანად უნდა მოატეხოთ და დასაფესვიანებლად წყლიან, პერლიტიან ან ფხვიერი მიწით სავსე ჭურჭელში ვერტიკალურად ჩადოთ.
დასაფესვიანებლად წელიწადის ნებისმიერი დრო კარგია, მთვარია, რომ დასაფესვიანებელი ფოთოლი სითბოში მოვათავსოთ.


ხშირად, ახალბედებს დაფესვიანების დროს ფოთოლი ულპებათ. ამიტომ, როგორც კი შეამჩნევთ, რომ ფოთოლმა მოიწყინა, ფოთლის კალამი სათბურში ჩასვით - ჭურჭელი ერთჯერად, გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში შეფუთეთ და სიგრილეში დადგით. ნახავთ, რომ მეორე დღეს მცენარე გამკვრივებული იქნება.


ფოთლის კალმის დაფესვიანებას სითბოში თვენახევარი ან ორი თვე მაინც სჭირდება. მისი ქოთანში გადატანა კი რეკომენდებულია მხოლოდ მაშინ, როცა კალამს ფესვები 5-6 სმ-ზე მაინც გაეზრდება.  
მართალია ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ულამაზესი სენპოლია ლოდინად ნამდვილად ღირს.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?