ჯუჯა ბროწეული - როგორ მივცეთ ლამაზი ფორმა?

მებაღის რჩევები

18 აპრილი 12:00, 2015 წელი

ჯუჯა ბროწეული ოთახის მცენარეა, რომელიც, ბაღის ბროწეულის მსგავსად, ულამაზესი ყვავილებითა და ნაყოფით გამოირჩევა, თუმცა, ჩვეულებრივი ბროწეულისგან განსხვავებით, ჯუჯა ნაირსახეობა მხოლოდ დეკორატიული დანიშნულებით გამოიყენება.

როგორ მოვუაროთ ჯუჯა ბროწეულს და რა გარემო-პირობები სჭირდება მას ოთახის პირობებში?! ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მებაღე მაია ქურდაძე გვესაუბრა:


ჯუჯა ბროწეული
ჯუჯა, ოთახის ბროწეული (ლათ. Pinica granatum nana) ბროწეულისებრთა ოჯახიდანაა და ლათინურად პუნიკურ ანუ კართაგენურ ვაშლს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მცენარე ევროპაში კართაგენიდან შესულა.
ბროწეულის ჯუჯა ფორმა ადვილად ხარობს ოთახის პირობებში. ის შეიძლება 1 მეტრამდე გაიზარდოს და ბაღის ბროწეულის მსგავსად, ხის ან ბუჩქის ფორმა მიიღოს.
ყვავის უხვად და თითქმის განუწყვეტლივ (წლის ცივი დროის გარდა). შეიძლება ჯერ კიდევ კალმობაშიც აყვავდეს. მისი ყვავილები და ნაყოფი ძალიან ჰგავს ბაღის ბროწეულისას, თუმცა, ბაღის ბროწეულისგან განსხვავებით, საკვებად არ გამოდგება - მშრალია და რბილობი თითქმის არ აქვს. ჯუჯა ბროწეულის ყველა ყვავილი სანაყოფე არ არის და მათი უმეტესობა თავიდანვე ცვივა. რაც შეეხება, მცენარის განვითარებულ ნაყოფს, ის საკმაოდ დიდი ზომისაა და 5 სმ-მდე დიამეტრის იზრდება.


 


ტემპერატურა და განათება

ჯუჯა ბროწეულის ბაღში გაზრდა არ შეიძლება, ეს ოთახის მცენარეა, რომელმაც, ბაღის ბროწეულისგან განსხვავებით, ზამთარი თბილად, ოთახში უნდა გაატაროს.
რაც შეეხება მცენარისთვის საჭირო ოთახის პირობებს, მზიანი ადგილი მისთვის აუცილებელი პირობაა. გარეთ  მხოლოდ ზაფხულში უნდა გაიტანოთ და ისიც მხოლოდ დილაობით, ისე რომ მზის პირდაპირი სხივები არ ხვდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარე დაიწვება.
ნაყოფიერებისთვის საუკეთესო ტემპერატურა 28-30 0C , თუმცა ზამთარში სითბო აუცილებლობას არ წარმოადგენს და შეიძლება, გაუთბობელ ოთახში  7-დან 12 0C-მდე ტემპერატურაზე  გამოაზამთროთ. ზამთარში მცენარეს ფოთლების დიდი ნაწილი ცვივა და ამან არ უნდა შეგაშინოთ - გაზაფხულიდან იგი ახალი ძალებით დაიწყებს ზრდა-განვითარებას.


 





გამოხშირვა

იმისთვის, რომ ჯუჯა ბროწეულმა კარგად იყვავილოს და ლამაზი ფორმისაც გაიზარდოს, საჭიროა, ვიცოდეთ მცენარის სწორად გაზრდა. თუ მცენარეს ხის ფორმა გინდათ მისცეთ, მაშინ თავიდანვე უნდა მოაჭრათ გვერდითი ტოტები და მხოლოდ ზედა ნაწილის ტოტები დატოვოთ. ასე გააგრძელებთ მანამ, სანამ სასურველი სიმაღლის ღეროს არ მიიღებთ.
ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ოთახის ბროწეული ჯუჯაა და სიმაღლეში 1 მეტრზე მეტს ვერ გაიზრდება. ჯუჯა ბროწეულის ვარჯი (სულ ერთია, მცენარე ხის ფორმის იქნება თუ ბუჩქის) ზედმეტი ტოტებისგან დროდადრო უნდა გამოვხშიროთ. ამისთვის საჭიროა ყველა იმ ტოტის გამოჭრა, რომელიც მცენარის შიგნითა მიმართულებით იზრდება. ასე ჯუჯა ბროწეულს განათებაც უკეთესი ექნება და აერაციაც.


 


მორწყვა და განოყიერება
ჯუჯა ბროწეული კარგად იტანს ჰაერის სიმშრალეს, ზედმეტი ტენიანობის პირობებში კი შეიძლება, მავნებლები გაუჩნდეს. მცენარეს მორწყვიდან მორწყვამდე მიწა კარგად უნდა გამოუშრეს. კარგი იქნება, თუ თვეში ერთხელ რომელიმე სასუქითაც გამოკვებავთ.
ამისთვის, მინერალური სასუქი ნიტროამოფოსი ან სხვა ბიოსასუქები გამოგადგებათ.


ნიადაგი
ჯუჯა ბროწეული ფართე ქოთანში უნდა ჩარგოთ, რადგან ვიწრო ქოთანში შედარებით ცუდად ყვავის. ნიადაგი მსუბუქი და ნოყიერი სჭირდება, ნეშომპალით ან ნაკელით გამდიდრებული. სიმსუბუქისა და კარგი წყალგამტარობისთვის მიწაში ქვიშა უნდა შეურიოთ. სანამ ახალგაზრდაა, გადარგვა ყოველ წელს სჭირდება, შედარებით რომ მოიზრდება - 2 წელიწადში ერთხელ.


გამრავლება
ჯუჯა ბროწეული შეგიძლიათ, გაამრავლოთ კალმით ან თესლით.
კალმით გასამრავლებლად  ნებისმიერი ტოტი გამოდგება, გარდა ძალიან ნორჩისა ან 2 წელზე ხნიერისა.
მოჭრილი ტოტი ჯერ უნდა ჩადოთ ქვიშაშერეულ მიწაში (ქვიშა წინასწარ კარგად უნდა გაირეცხოს) და დავდგათ თბილ ადგილას. მზის პირდაპირ სხივებს მოვარიდოთ. დაფესვიანების ნიშანი ახალი ტოტების განვითარება იქნება.
რაც შეეხება კალმის წყალში დაფესვიანებას, ბროწეულის შემთხვევაში ეს მეთოდი არ გამოგადგებათ - ბროწეულის კალამი წყალში ვერ ფესვიანდება და ლპება.
ჯუჯა ბროწეულის თესლით დაფესვიანება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, ამიტომ წვალებად არ ღირს, თუმცა შეიძლება, ზოგიერთ თქვენგანს ეს მეთოდიც გამოადგეს. ამიტომ, თუ მცენარის თესლით დაფესვიანებას გადაწყვეტთ, გახსოვდეთ, რომ თესლი აუცილებლად უნდა იყოს ახალი, რადგან რამდენიმე თვეში აღმოცენების უნარი ეკარგება. დათესვამდე რამდენიმე საათით თბილ წყალში უნდა დალბეს. ნათესი უნდა მოთავსდეს 18-240C ტემპერატურაზე, სადაც, დაახლოებით, 10-30 დღის განმავლობაში გაღვივდება. ცალკე ქოთანში უნდა გადაირგას მაშინ, როცა კალამი სიმაღლეში 4-5 სმ-ს მიაღწევს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?