სპატიფილუმი - როგორ მოვუაროთ „ქალურ ბედნიერებას“?

მებაღის რჩევები

22 აპრილი 12:00, 2015 წელი

სპატიფილუმი მარადმწვანე მცენარეა, რომელსაც ხალხში „ქალური ბედნიერების ყვავილსაც“ ეძახიან, რადგან მიიჩნევენ, რომ მას ქალისთვის ბედნიერებისა და სიყვარულის მოტანა შეუძლია.

არ ვიცი რამდენად შეესაბამება რეალობას ეს მოსაზრება, მაგრამ ერთი კი უდავოა  - თქვენი ბინის დამშვენება და დადებითი განწყობის შექმნა ამ ყვავილს თავისი სილამაზით ნამდვილად შეუძლია. როგორია სპატიფილუმის მრავალფეროვანი ჯიშები, როგორ მოვუაროთ და როგორ მოვუწყოთ საქართველოს პირობებში მშობლიური - ამერიკული გარემო?! ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მებაღე მაია ქურდაძე გვესაუბრა:


სპატიფილუმი


სპატიფილუმი (ზოგიერთი მას კალასაც ეძახის) არალიასებრთა ოჯახის ერთ-ერთი ულამაზესი წარმომადგენელია, რომელიც წარმოშობით ამერიკის ტროპიკული ტყეებიდანაა. მცენარეს ლამაზი, წვეტიანი ფოთლები და თეთრი, მოყვითალი ან მომწვანო ფერის, თითისტარის ფორმის, წვრილი ხორკლებით დაფარული ყვავილედი აქვს, რომელსაც გარშემო აფრის ფორმის თეთრი ან მოყვითალო ფერის ყვავილსაფარი ეხვევა.
სპატიფილუმის უამრავი გამოყვანილი ჯიში არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან როგორც შეფერილობით, ისე ზომითაც განსხვავდება. ზოგ ჯიშს ვარდისფერი ყვავილი აქვს, ზოგს - მწვანე, ზოგს კიდევ ყვითელი ან ღია ნარინჯისფერი. ისინი ერთმანეთისგან ფოთლის შეფერილობითაც განსხვავდებიან.
რაც შეეხება სიმაღლეს, არსებობს სპატიფილუმის მაღალი, საშუალო და ჯუჯა ჯიშები. მაღალი სპატიფილუმი 1,5 მეტრამდე იზრდება და დიდი, მუქი მწვანე, ლამაზად დანაოჭებული ფოთლები აქვს. საშუალო სიმაღლის სპატიფილუმი 50-70 სმ-ს აღწევს და გავრცელების მიხედვით ყველაზე ხშირია. ხოლო ჯუჯა სპატიფილუმი 20-25 სმ-ს არ აღემატება და ფოთლებიც შედარებით ვიწრო აქვს.


განათება და ტემპერატურა

სპატიფილუმი მზის პირდაპირ სხივებს ცუდად იტანს და საარსებოდ ნათელი, უმზეო ადგილი ან ნახევარჩრდილი ურჩევნია. ზამთარში სიგრილე მოსწონს - 16-200 C-ზე მშვენივრად ძლებს, თუმცა სიცივის მიმართ ძალზედ მგრძნობიარეა და თუ ტემპერატურა ძალიან დაეცა (120 C-ზე დაბლა) შეიძლება, გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს. ამიტომ, ოპტიმალური ტემპერატურაა 20-270 C, თუმცა თუ ჰაერი მაღალი ტენიანობისაა, სიცხესაც კარგად იტანს.  იმისთვის, რომ სპატიფილუმმა კარგად იყვავილოს, საჭიროა ტემპერატურის ცვალებადობა - ღამის ტემპერატურა დღის ტემპერატურაზე რამდენიმე გრადუსით დაბალი უნდა იყოს.


ჰაერის ტენიანობა


რადგან ტროპიკულ ტყეებში მუდმივად მაღალი ტენიანობაა და ჰაერი არ იძვრის, ეს მოთხოვნები სპატიფილუმს დღემდე გამოჰყვა და მშრალ ჰაერზე ყოფნა განსაკუთრებით უჭირს. თბილისსა და ზოგადად აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერი მშრალია, ამიტომ შეგიძლიათ, ტენიანობა ადგილობრივად აამაღლოთ. ამისთვის საჭიროა:
ქოთანი დადგათ განიერ, დაბალ სადგამზე (მაგ: ლანგარზე), რომელზეც დაყრილი იქნება კერამზიტი, კენჭები ან ნიჟარები და ლანგარზე დაასხათ წყალი, ისე რომ ქოთანს ვერ სწვდებოდეს. მუდმივად სველი ქვესადგამი ტენიანობის მოყვარულ მცენარეს კარგ მიკროკლიმატს შეუქმნის და თუ დროდადრო მას წყალსაც შევასხურებთ, ჰაერის სიმშრალეს გაცილებით ადვილად აიტანს. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ პერიოდულად ფოთლებს სველი, რბილი ნაჭრით გაუწმენდთ -ამით მცენარეს მტვერსაც მოაცილებთ და უკეთ სუნთქვაშიც დაეხმარებით.


ყვავილობა

სპატიფილუმის აყვავებისთვის, გარდა ღამის სიგრილისა, ქოთნის ზომაც უნდა გაითვალისწინოთ - საჭიროა მცენარის მოთავსება შედარებით ვიწრო ქოთანში, რადგან ფართო ქოთანში ხალვათად მზარდი ფესვები მცენარის ყვავილობას შეაფერხებს.
იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს ბევრი კოკორი განუვითარდა, საჭიროა კოკრების ნაწილი საყვავილე ღეროიანად მოაცილოთ (მოაჭრათ), რათა დარჩენილი კოკრები უკეთ განვითარდეს. რაც შეეხება ყვავილობის ხანგრძლივობას, თუ სპატიფილუმს თბილ ოთახში დადგამთ, იგი დაწყებულ ყვავილობას ზამთარშიც გააგრძელებს.


ნიადაგი და გადარგვა


სპატიფილუმს მჟავე რეაქციის ნიადაგი მოსწონს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ნიადაგში ნახევარ ტორფს და ცოტაოდენ  ნაძვიდან ჩამოცვენილ წიწვებს ან გირჩის ნაშალს ჩააყოლებთ.
ეს ნიადაგის მჟავიანობას გაზრდის. რაც შეეხება, გადარგვას, უმჯობესია გაზაფხულზე მოვახდინოთ, სანამ მცენარე ისვენებს და არ ყვავის. სხვა დროსაც შეიძლება, მხოლოდ უნდა ეცადოთ, რომ
სხვა ქოთანში გადატანისას ფესვებზე მიწის გუნდა არ მოაშოროთ.
კარგი იქნება, თუ მცენარეს კვირაში ერთხელ სასუქითაც გამოკვებავთ - ამისთვის შეიძლება ნიტროამოფოსი ან რომელიმე თხევადი სასუქის  გამოყენება.





მორწყვა


სპარტიფილუმის მოვლაში ყველაზე დიდ სიძნელეს მისი მორწყვა წარმოადგენს, რადგან ერთნაირად მგრძნობიარეა როგორც წყლის ნაკლებობის, ისე ზედმეტი მორწყვის მიმართ. საჭიროა, მიწა მუდმივად ტენიანი (მაგრამ არა ძალიან სველი) ჰქონდეს და ზედაპირის გამოშრობისთანავე ზომიერი რაოდენობის წყალი მიაწოდოთ. შეიძლება წყალი ქოთნის ქვესადგამზეც დავუსხათ და როგორც კი მცენარე წყლის საჭირო რაოდენობას შეიწოვს (დაახლოებით, ნახევარ საათში), დარჩენილი წყალი უნდა გადაღვაროთ. ზედმეტი მორწყვის შემთხვევაში სპარტიფილუმს ფოთლებზე შავი ლაქები უჩნდება, ხოლო თუ მცენარეს მორწყვა აკლია  - ფოთლებს ქვემოთ უშვებს.


 


 


გამრავლება
სპარტიფილუმი ადვილად გასამრავლებელი მცენარეა და, ძირითადად, ძირის დაყოფით მრავლდება. გადარგვისას შეგვიძლია, მოზრდილი ძირი 3-4 ნაწილადაც დავყოთ.
გადარგულ სპარტიფილუმს ისეთივე მოვლა სჭირდება, როგორც მოზრდილ მცენარეს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?