დიფენბახია - მცენარის სასარგებლო და უარყოფითი თვისებები

მებაღის რჩევები

6 ივნისი 12:00, 2015 წელი

დიფენბახია მრავალწლოვანი დეკორატიული მცენარეა, რომელიც გამოირჩევა როგორც სასარგებლო, ასევე უარყოფითი თვისებებით. თუმცა, სწორი მოვლის პირობებში შეუძლია, მხოლოდ სარგებელის მოგვიტანოს და გარემოც გაგვილამაზოს.

რა სასარგებლო და უარყოფითი თვისებები გააჩნია დიფენბახიას და როგორ უნდა მოვუაროთ და გავამრავლოთ მცენარე?! სამების საკათედრო ტაძრის მებაღე მაია ქურდაძე გირჩევთ:


დიფენბახია (Diffenbachia) მრავალწლიანი, ფოთლოვანი მცენარეა, რომელიც სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ტროპიკებშია გავრცელებულია. მცენარე 70-მდე სახეობას ითვლის და რამდენიმე მათგანი აქტიურად გამოიყენება საოთახო დეკორატიულ მემცენარეობაში,
დიფენბახიას ყველა სახეობას დიდი, სხვადასხვანაირად აჭრელებული თეთრ-მწვანე ფოთლები აქვს, რომლებიც ღეროზე ახლო-ახლო არიან განლაგებული. ზოგიერთი სახეობა ძირიდან იტოტება, ზოგიც ცოტათი ზემოთ, არსებობს ასევე მცენარის მეტად მაღალმოზარდი სახეობებიც, რომლებიც ოთახის პირობებისთვის ზედმეტად მაღალია და შეიძლება ჭერამდეც გაიზარდოს. ასეთ დროს, მცენარეს ქვედა ნაწილი „უშიშვლდება“ და დეკორატიულობას კარგავს.
რაც შეეხება დიფენბახიას ყვავილს, იგი სილამაზით ნამდვილად არ გამოირჩევა, თანაც მცენარეს დიდ ენერგიას ართმევს, ზრდაშიც აფერხებს და სასურველია კოკრების თავიდანვე მოცილება. თუმცა, ოთახის პირობებში დიფენბახია ისედაც იშვიათად
ყვავილობს.
თუ სახლში დიფენბახია გაქვთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ ისიც, რომ მისი წვენი საკმაოდ შხამიანია და ზოგ ადამიანში ალერგიას ან კანის გაღიზიანებას იწვევს. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს, მცენარის რომელიმე ნაწილი შემთხვევით პირში არ ჩაიდონ. მცენარესთან მუშაობა რეკომენდებულია ხელთათმანებით, ხოლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ ხელები აუცილებლად საპნით უნდა დაიბანოთ.
ისე არ გაიგოთ, თითქოს დიფენბახიას მხოლოდ ზიანის მოტანა შეუძლია. იგი ძალიან საჭირო თვისებითაც გამოირჩევა და ოთახის ჰაერს მავნე ნივთიერებებისგან ასუფთავებს. ამიტომ დიფენბახიის მოშენება განსაკუთრებით სასურველია, თუ თქვენ მსხვილი სამრეწველო ქალაქების, ქარხნების ან სამანქანო გზების სიახლოვეს ცხოვრობთ.


განათება და ტემპერატურა
დიფენბახია გარდა იმისა, რომ მზის პირდაპირ სხივებზე ხუნდება, შეიძლება, ფოთლებიც დაეწვას ან ნაპირები შემოახმეს. განსაკუთრებით კარგად თავს განათებულ, ორპირი ქარისგან დაცულ ადგილზე გრძნობს. მცენარე ჩრდილსაც იტანს, მაგრამ ხანგრძლივად ჩრდილში ყოფნისას ღერო და ფოთლები უგრძელდება, მეჩხერდება, სიჭრელეც ეკარგება (გამწვანდება) და დეკორატიულობას კარგავს. დიფენბახია სითბოს მოყვარული მცენარეა, ამიტომ ზამთარშიც კი 12 გრადუსზე ქვემოთ ტემპერატურაზე არ უნდა გამოაზამთროთ. ზაფხულში შეგიძლიათ გარეთაც გაიტანოთ და მზისგან დაცულ ადგილზე დადგათ. მცენარე ვერც ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას იტანს - ეცადეთ, დაახლოებით, ერთნაირ ტემპერატურაზე ამყოფოთ. განსაკუთრებით კი გამათბობელ საშუალებებს მოარიდეთ.


ტენიანობა და მორწყვა
დიფენბახია ტენიანობის მომთხოვნი მცენარეა, განსაკუთრებით ცხელ ზაფხულში. ამიტომ ზაფხულში გრილი შხაპი მოუწყვეთ და ხშირად დანამეთ. სიმშრალისგან ფოთლების ნაპირები ხმება ან ყავისფერი ლაქებით იფარება. მცენარე ფოთლებზე დადებულ მტვერსაც ცუდად იტანს, ამიტომ ისინი სველი, რბილი ნაჭრით გაუწმინდეთ ხოლმე.
რაც შეეხება მორწყვას, დიფენბახიას ზომიერი მორწყვა სჭირდება. იქედან გამომდინარე, რომ მცენარის დიდი ფოთლები ბევრ წყალს აორთქლებენ, მორწყვა ხშირად დაგჭირდებათ. მხოლოდ ეცადეთ, წყალი ფესვებში არ ჩაუდგეს, რადგან ზედმეტი წყლისგან წვნიანი ღერო და ფოთლები მალე ულპება. მიწის გამოშრობას მცენარე თავადაც გამცნობთ - მოიწყენს და ფოთლებს დაბლა დაუშვებს. ხშირი და ძლიერი გამოშრობა კი შესახედაობაზე გაცილებით მკვეთრად აისახება - ძირს დაშვებული ფოთლის წვერები გაყვითლდება და ხმობას დაიწყებს.


ნიადაგი და გადარგვა
დიფენბახიას ნიადაგი აუცილებლად მსუბუქი და წყლის კარგად გამტარი უნდა იყოს. ამიტომ მასში ქვიშა, წვრილი ხრეში ან კერამზიტი გადაურიეთ. კარგი იქნება ნახშირის წვრილი ნამტვრევების დამატებაც. საარსებოდ ნოყიერი მიწა ურჩევნია, მაგრამ მაინცდამაინც მომთხოვნიც არ არის.
რაც შეეხება გადარგვას, დიფენბახიას ყოველწლიური გადარგვა არ სჭირდება და 2-3 წელიწადში ერთხელაც ყოფნის. სასურველია, მცენარე გაზაფხულზე გადაირგას, თუმცა თუ თბილი ამინდებია, სხვა დროსაც შეიძლება. სასურველია, თუ გადარგვისას მიწის გუნდას მთლიანად არ დაუშლით - მცენარე სულ ოდნავ დაფერთხეთ, დაზიანებული ფესვები მოაცილეთ და ახალ ქოთანში ისე გადაიტანეთ. იმისთვის, რომ უფრო დიდი და ხასხასა ფოთლები გაუხდეს. კარგი იქნება, თუ თვეში 1-2-ჯერ რომელიმე სასუქსაც მიაწოდებთ.


გამრავლება და გასხვლა
როგორც მოგახსენეთ, დიფენბახიას მაღალმოზარდ სახეობებს, რომლებსაც დატოტიანება არ ახასიათებს და მხოლოდ სიმაღლეში იზრდება, დროთა განმავლობაში ქვედა ფოთლები უხმება და ღერო უშიშვლდება.
ასეთ შემთხვევაში სჯობს, მცენარე განაახლოთ. ამისთვის საჭიროა: მოაჭრათ მცენარეს ზედა, ლამაზად შეფოთლილი წვერო და წყალში დააფესვიანოთ. გადაჭრილი ღეროს ზედა ნაწილში კი მძინარე კვირტიდან ახალი ყლორტი განვითარდება, როცა მოძლიერდება და ღეროს გაიმაგრებს, შეგიძლიათ, ისიც მოაცილოთ და წყალში დააფესვიანოთ. დარჩენილი ღერო ისევ ახალ ტოტს განივითარებს (მხოლოდ ერთს) და აღარ დაიტოტება.
ხშირად მაღალმოზარდი სახეობის დიფენბახიას რამდენიმე ძირს ერთად რგავენ, რათა მცენარე სწრაფად არ გაიზარდოს და ხშირი შესახედაობა ჰქონდეს. რაც შეეხება იმ სახეობებს, რომლებსაც ბუნებრივად ახასიათებს დატოტიანება, უფრო სწრაფი გასამრავლებელია: მოაჭერით გვერდითა ტოტი და პირდაპირ წყალში დააფესვიანეთ. სითბოში დიფენბახია საკმაოდ ადვილად და მალე ფესვიანდება.
დაფესვიანებული ტოტი მხოლოდ მაშინ უნდა დარგოთ, როცა ფესვები კარგად განუვითარდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?