როგორ მოვუაროთ კოდიეუმს?!

მებაღის რჩევები

17 ივნისი 12:00, 2015 წელი

კოდიეუმი, იგივე კროტონი, მარადმწვანე, ჭრელფოთოლა მცენარეა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული საოთახო მემცენარეობაში. კოდიეუმის მოვლისა და გამრავლების წესებზე სამების საკათედრო ტაძრის მებაღე მაია ქურდაძე გვესაუბრება.


კროტონი, იგივე კოდიეუმი (ლათ. Codiaeum) – რძიანისებრთა ოჯახის მარადმწვანე, ჭრელფოთოლა მცენარეა, რომელიც გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკულ ზონაში. სამშობლოში მცენარე, დაახლოებით, 2-3 მეტრი სიმაღლის იზრდება, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, ოთახის პირობებში, შეგვიძლია, სიმაღლეში 50-70 სმ- ან მაქსიმუმ 1 მეტრს არ აჭარბებდეს.
კოდიეუმის მოვლისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა, რადგან მისი მოტეხილი ან მოჭრილი ტოტიდან  გამოსული თეთრი რძე-წვენი მწვავეა და ლორწოვან გარსზე მოხვედრისას კანის გაღიზიანებას ან ანთებას იწვევს (რძე-წვენის მოხვედრას განსაკუთრებით თვალში, ცხვირში ან პირის ღრუში ერიდეთ), ამიტომ ეცადეთ, მცენარის მოვლისას ხელთათმანი გამოიყენოთ.


 განათება და ტემპერატურა
კოდიეუმი საკმაოდ მგრძნობიარეა გარემოპირობებისგანათების, ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილების მიმართ. თბილი და მზიანი ოთახი უყვარს, ვერ იტანს ორპირ ქარს. ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებაზე შეიძლება ფოთლები მთლიანად ან ნაწილობრივ დასცვივდეს. ფოთლების ლამაზი ფერების შესანარჩუნებლად მზიანი ადგილია საჭირო, მაგრამ ზომიერების დაცვა არ უნდა დაგვავიწყდეს, თორემ შუადღის თაკარა მზეზე (განსაკუთრებით ზაფხულში) ადვილად შეიძლება ფოთლებზე დამწვრობის ლაქები გაუჩნდეს. გარდა ამისა, ჰაერის ზედმეტი სიმშრალისგან ახალნაზარდი ტოტები და ფოთლები უწვრილდება. ამიტომ კარგი იქნება, თუ დღის იმ პერიოდში, როცა მცენარეს მზე არ ადგას, ფოთლებზე წყალს შეასხურებთ ან ფოთლებს სველი ნაჭრით ჩამოწმენდთ. ასე მცენარეს მშრალი ჰაერის ატანა გაუადვილდება და ზრდა-განვითარებას აღარ შეაფერხებს.



გასხვლა


იმ შემთხვევაში, თუ გინდათ, რომ კოდიეუმი მხოლოდ სიმაღლეში არ გაიზარდოს და კარგად დაიბუჩქოს, სანამ სიმაღლეში იზრდება და არ იტოტება, წვერო უნდა გადაჭრათ.  



მორწყვა
კოდიეუმს ზომიერი მორწყვა სჭირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარე მხოლოდ მაშინ უნდა მორწყათ, როცა მიწის ზედაპირი გამოუშრება. თუმცა არც მიწის მეტისმეტად გამოშრობას დაელოდოთ, რადგან ზედმეტი სიმშრალე ფოთლების ცვენას გამოიწვევს. რაც შეეხება წყლის რაოდენობას, ეცადეთ, მცენარეს ძალიან დიდი რაოდენობით წყალი არ დაასხათ, მოსარწყავად მხოლოდ იმდენია საჭირო, რომ მიწა კარგად დატენიანდეს. მორწყვის შემდეგ სადგამიდან გამოჟონილი ზედმეტი წყალიც მალე გადაღვარეთ, თორემ შეიძლება, ამან ფესვების დალპობა ან მავნებელი მწერების გაჩენა გამოიწვიოს.



ნიადაგი და გადარგვა
კოდიეუმს გადარგვა მხოლოდ მაშინ სჭირდება, როცა ფესვები ქოთანს გაავსებს. 
ასეთ შემთხვევაში, ამოიღეთ მცენარე ძველი ქოთნიდანფესვებიდან მიწის ნახევარი მაინც შემოაცალეთ, შემდეგ ოდნავ დაფერთხეთ და დაზიანებული ფესვები მოაცილეთ. ამის შემდეგ მცენარე შედარებით მოზრდილ ქოთანში გადარგეთ, მხოლოდ ისე, რომ ფესვის ყელი მიწის პირიდან იგივე დონეზე დარჩეს. ჩარგვისას ფესვები მთლიანად დაუფარეთ, მიწა ოდნავ მიუტკეპნეთ და მაშინვე მორწყეთ. ამის შემდეგ, რამდენიმე დღით მოჩრდილულ ადგილას დადგით, რომ ახალ ქოთანს მიეჩვიოს. რაც შეეხება კოდიეუმისთვის სასურველ ნიადაგს, ნოყიერი და ფხვიერი უნდა იყოს, რადგან მძიმე, შეკრულ ან მტვერივით მიწას მცენარე ცუდად ეგუება. იმ შემთხვევაში, თუ მცენარეს ღეროები და ფოთლები სუსტად ეზრდება, სასურველია, თვეში 2-ჯერ ოთახის მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე მინერალური ან ორგანული სასუქიც მიაშველოთ. მხოლოდ გაითვალისწინეთ, რომ სასუქი ნაკლები კონცენტრაციის უნდა იყოს და დოზები შეგიძლიათ, გაანახევროთ.


 


გამრავლება
კოდიეუმი ტოტების წვეროს კალმებით მრავლდება. 
ამისთვის საჭიროა: მოაჭრათ მცეარეს დაახლოებით 12-15 სმ სიმაღლის მსხვილი და ჯანმრთელი ტოტის კენწერო, მოწმინდოთ ტოტიდან გამოსული რძე-წვე და კალამი რამდენიმე საათით გასაშრობად მშრალ ადგილას მოათავსოთ. ამის შემდეგ კალამი შეგიძლიათ წყალში, პერლიტში ან გარეცხილ ქვიშაში დააფესვიანოთ. 
როცა ფესვები მოძლიერდება, გადარგეთ ქოთანში და ჩვეულებრივი წესით მოუარეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?