კოლეუსი - ოთახის ჭინჭარი

მებაღის რჩევები

24 ივნისი 12:00, 2015 წელი

კოლეუსი, იგივე ოთახის ჭინჭარი, ფოთოლდეკორატიული, ბალახოვანი მცენარეა და ულამაზი და მრავალფეროვანი შეფერილობის ფოთლების გამო, აქტიურად გამოიყენება საოთხო მემცენარეობაში.

კოლეუსის მოვლისა და გამრავლების წესებზე სამების საკათედრო ტაძრის მებაღე მაია ქურდაძე გვესაუბრება:

კოლეუსი (ლათ. Coleus),
იგივე ოთახის ჭინჭარი, ტუჩოსანთა ოჯახის ბალახოვანი მცენარეა, რომელიც აზიისა და აფრიკის ტროპიკულ ტყეებშია გავრცელებული და 150-მდე სახეობას აერთიანებს.
ფოთლების შეფერილობითა და ფაქტურით კოლეუსის სახეობები ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ ყველა მათგანი ჭინჭარს წააგავს და სამშობლოშიც სწორედ „ჭინჭრის“ სახელწოდებით იცნობენ.
რა ფერს არ შეხვდებით კოლეუსის ფოთლებში: მწვანეს, იისფერს, თეთრს, ვარდისფერს, მალინისფერს, ბორდოსფერს, მოყვითალო-ყავისფერს და ა.შ.
მცენარეს ფოთლების მოხატულობაც  სხვადასხვაგვარი აქვს.
რაც შეეხება კოლეუსის ყვავილს, იგი ძალიან წვრილ, ცისფერ ან ლილისფერ ყვავილედს წარმოადგენს და სილამაზით არ გამოირჩევა.  


 


განათება და ტემპერატურა
კოლეუსი ოთახში, ნათელ ადგილას უნდა მოათავსოთ. ზამთარში მზეზე დადგმაც შეგიძლიათ, ზაფხულობით კი  შუადღის მწველ მზეს მოარიდეთ.
დაწვისა და გახუნებისგან რომ დაიცვათ, კარგი იქნება, თუ ზაფხულის მზეს თხელი ფარდით მოუჩრდილებთ.
მცენარე ორპირ ქარს და ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას ვერ იტანს. თუმცა ზამთარში 10 გრადუს ტემპერატურასაც კარგად უძლებს. იმ შემთხვევაში, თუ ხშირად მორწყავთ, ზაფხულის სიცხესაც მშვენივრად გადაიტანს.



მორწყვა და ტენიანობა
კოლეუსს მიწა მუდმივად ტენიანი უნდა ჰქონდეს.
მიწის გამოშრობა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს - ფოღლები მალე დაუჭკნება და შეიძლება ღეროც კი დაუჭკნეს.
იმ შემთხვევაში, თუ ღერო მაინც გადარჩა, მცენარე უნდა გადაჭრათ და ახალი ყლორტების ამოსვლას დაელოდოთ. ზაფხულში ხშირი მორწყვა სჭირდება, ზამთარში კი მხოლოდ მიწის ზედაპირის გაშრობის შემდეგ მორწყეთ.
მორწყვისას ფოთლებს ნუ დაუსველებთ, რადგან ადვილად შესაძლებელია, ფოთლებზე ლაქები გაუჩნდეს ან სულაც მზემ დაწვას.
კოლეუსს მაღალი ტენიანობის ჰაერი მოსწონს, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ტენიანობის შესაქმნელად ფოთლებზე წყლის შესხურება არ გამოგადგებათ. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ, დროდადრო გრილი შხაპი მოუწყოთ ხოლმე.



ნიადაგი და განოყიერება
ნიადაგის მიმართ კოლეუსი მაინცდამაინც მომთხოვნი არ არის და ღარიბ მიწაშიც კარგად იზრდება.
თუმცა ნოყიერ ნიადაგში ჩარგვის შემთხვევაში გაცილებით დიდი და ინტენსიური შეფერილობის ფოთლები ექნება.
ნიადაგის გასანოყიერებლად შეგიძლიათ, მცენარე თვეში 2-ჯერ ოთახის მცენარეებისთვის გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი, უნივერსალური სასუქით (ნიტროამოფოსით, ორგანული სასუქებით) გამოკვებოთ.


 


გადარგვა
ოთახის ბალახოვანი, ფოთოლდეკორატიული მცენარეების მსგავსად, კოლეუსიც სწრაფმზარდი მცენარეა და მისი გადარგვა სულ 1-2-ჯერ დაგჭირდებათ, რადგან 1-2 წელიწადში მცენარე ზრდის მაქსიმუმს აღწევს და გადაყვავილების შემდეგ დეკორატიულობას საერთოდ კარგავს (ფოთლები უხუნდება და ქვედა ნაწილი უშიშვლდება).
ზრდის პროცესში კარგი იქნება, თუ წარმოზრდილ ტოტებს გადაჭრით, ასე მცენარე უფრო კარგად დაიბუჩქება, მეტ ტოტებსა და ფოთლებს გამოიტანს და ძალიან სწრაფადაც აღარ გაიზრდება.
თუმცა მიუხედავად ამისა, დაახლოებით, 2 წელიწადში მისი გაახლება მაინც დაგჭირდებათ.


 


გამრავლება
კოლეუსი ადვილად მრავლდება, როგორც თესლით, ასევე კალმითაც. 
მცენარის თესლით გასამრავლებლად საჭიროა: აიღოთ თესლი თქვენივე გადაყვავილებყლი მცენარიდან და ნესტიან მიწაზე მოაბნიოთ. მიწა გამოშრობისგან მინით ან სხვა შუქგაუმტარი საფარით უნდა დაიცვათ, ასე აღმოცენებულ ნათესებს სინათლესაც შეუნარჩუნებთ. როცა ნათესები წამოიზრდება და 2-3 ფოთოლს მაინც გაიკეთებს, შეგიძლიათ ცალ-ცალკე გადარგოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.
რაც შეეხება კოლეუსის კალმით გამრავლების წესს, შეგიძლიათ, თქვენი მცენარის ნასხლავი კალამი წყალში დააფესვიანოთ. ამისთვის ძლიერი, მომწიფებული ტოტი აირჩიეთ, რადგან ნორჩი და სუსტი ღერო ადვილად ლპება, ქვედა ფოთლები ძირში დააჭერით და მაშინვე წყალში ჩადეთ. მიწაში მხოლოდ მაშინ გადარგეთ, როცა ფესვები კარგად წამოეზრდება და გაუხშირდება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?