სოლანუმი, იგივე ცრუ წიწაკა

მებაღის რჩევები

4 ივლისი 12:00, 2015 წელი

სოლანუმი ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმოადგენელი მცენარეა, რომლის მხოლოდ რამდენიმე სახეობაა გავრცელებული საოთახო მემცენარეობაში. მათ შორის ყველაზე პოპულარულია სოლანუმის ცრუ წიწაკა და სოლანუმის წიწაკა. დღეს სწორედ მათი მოვლისა და გამრავლების წესებზე გესაუბრებით.


სოლანუმი (ლათ. Solanum)
- ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი დეკორატიული მცენარეა, რომლის სამშობლო სამხრეთ ამერიკის ტროპიკული ნაწილია, სადაც ის ველურადაა გავრცელებული. ბუნებაში სოლანუმის1500-ზე მეტ სახეობას ითვლიან, თუმცა საოთახო მემცენარეობაში მხოლოდ რამდენიმე მათგანი გამოიყენება. მათ შორის, ყველაზე გავრცელებულია - სოლანუმის ცრუ წიწაკა (Solanum pseudocapsicum) და სოლანუმის წიწაკა (Solanum capsicastrum).


სოლანუმის ცრუ წიწაკა (Solanum pseudocapsicum) – დაახლოებით 1,5 მ-მდე მზარდი, მარადმწვანე ბუჩქია, რომელსაც 10 სმ. სიგრძის, ლანცეტის ფორმის, ოდნავ დაკლაკნილი ფოთლები აქვს. ყვავილები კი, თითქოს თეთრი ფერის ფუნჯებად აქვს შეკრული. სოლანუმის ცრუ წიწაკას ძალიან ლამაზი, დაახლოებით 1,5-2 სმ დიამეტრის, მრგვალი, წითელი ან ყვითელი შეფერილობის ნაყოფი აქვს.


რაც შეეხება სოლანუმის წიწაკას (Solanum capsicastrum) - სოლანუმის ცრუ წიწაკის მსგავსად, ისიც მარადმწვანე ბუჩქია, მაგრამ მისგან განსხვავებით - შედარებით ტანდაბალია (60 სმ-მდე), უფრო მომცრო ზომის (1-1,5 სმ დიამეტრის) ნაყოფი აქვს და ფოთლებიც არა სადა მწვანე, არამედ ვერცხლისფერი ხაზებით დაფარული აქვს.
ამ უმნიშვნელო განსხვავების მიუხედავად, სოლანუმის საოთახო დეკორატიული სახეობები ერთნაირ მოვლასა და გარემო-პირობებს საჭიროებენ.



განათება და ტემპერატურა

ოთახის სოლანუმი სინათლის მოყვარული მცენარეა და მთელი წლის განმავლობაში კარგი განათება სჭირდება.
ამიტომ კარგი იქნება, თუ მას ოთახის მზიან ფანჯარასთან მოათავსებთ და მხოლოდ ზაფხულის მწველ სიცხეებში მოუჩრდილავთ (რამდენიმე საათით).
გაზაფხულზე და ზაფხულში სასურველია ტემპერატურა 18-200C-ის ფარგლებში მერყეობდეს.
ზამთარში კი 12-14 0C-იც საკმარისია და მაღალ ტემპერატურაზე გამოზამთრება მცენარეს ზიანსაც კი აყენებს (ფოთლები უყვითლდება, ნაყოფი კი უჭკნება და სცვივა).
ზაფხულის თბილ ამინდებში, შეგიძლიათ მცენარე ეზოში ან აივანზე თვეობითაც გაიტანოთ (მთავარია, მზის პირდაპირი სხივები და ორპირი ქარი არ ხვდებოდეს), ხოლო ზამთარში კარგი იქნება, ოთახი დროდადრო გაუნიავოთ (ორპირ ქარს ამ შემთხვევაშიც მოარიდეთ).



ჰაერის ტენიანობა
სოლანუმი ტენიანობის მოყვარული მცენარეა, ამიტომ კარგი იქნება, თუ რეგულარულად ოთახის ტემპერატურის წყალს შეასხურებთ.
ტენიანობის ასამაღლებლად, შეგიძლიათ ქოთნის სადგამზე კერამზიტი მოაყაროთ, რომელსაც დროდადრო წყლით დაასველებთ.


 


მორწყვა
ვეგეტაციის პერიოდში (აპრილიდან სექტემბრამდე) სოლანუმი აუცილებლად რეგულარულად (მიწის ზედაპირის გაშრობისთანავე) და უხვად უნდა მორწყათ.
დანარჩენ დროს კი მორწყვა შეამცირეთ, თუმცა მიწის მეტისმეტად გამოშრობასაც ნუ დაელოდებით.


გასხვლა
იმისთვის, რომ სოლანუმი ლამაზად დაიბუჩქოს, პერიოდულად მისი გასხვლაა საჭირო. ეს კი უნდა მოხდეს გაზაფხულზე, მას შემდეგ რაც ნაყოფი დამწიფდება, ფოთლები კი გაყვითლებას დაიწყებს. გასხვლის პროცესი რთული არ არის  და  მაკრატლის მეშვეობით ტოტების ერთი მესამედით დამოკლებას გულისხმობს.



ნიადაგი და გადარგვა
სოლანუმი ყოველწლიურად უნდა გადაირგოს, გადარგვა უნდა მოხდეს გაზაფხულზე, გასხვლისთანავე.  
ნიადაგი აუცილებლად ნოყიერი სჭირდება, ამიტომ კარგი იქნება, თუ მიწას ცოტაოდენ ნაკელს, ტორფს, ფოთლოვან მიწას და ქვიშას გადაურევთ.
კარგი დრენაჟისთვის ქოთნის ფსკერზე 3 სმ-ის ფენად კერამზიტი ან აგურის ნატეხები მოაყარეთ.
მცენარე გადარგვისთანავე მორწყეთ, 2 კვირის შემდეგ კი უკვე სასუქების მიწოდებაზეც იზრუნეთ.


 


განოყიერება
სოლანუმი ნიადაგის განოყიერებას მაისის დასაწყისიდან სექტემბრამდე, თვეში 2-3 ჯერ საჭიროებს.
ამისთვის შეგიძლიათ ოთახის მცენარეებისთვის განკუთვნილი რომელიმე თხევადი სასუქის გამოყენება.
გარდა ამისა, შეგიძლიათ, ბოსტნეულისთვის (მაგ: პომიდვრისთვის) განკუთვნილი სასუქებიც გამოიყენოთ.



გამრავლება
სოლანუმის გამრავლება ტოტით ან თესლით შეგიძლიათ.
მცენარის ტოტით გასამრავლებლად, გასხვლისას მოჭრილი ტოტებიც გამოგადგებათ, რომელთაგან ყველაზე მყარი უნდა შეარჩიოთ და ქვიშისა და ტორფის ნარევში დააფესვიანოთ.
დაფესვიანებისთანავე შეგიძლიათ ცალკე ქოთანში გადაიტანოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ. 
რაც შეეხება თესლით გამრავლებას, ამისთვის უნდა აიღოთ გაცრილი, ფოთლოვანი მიწა, ჩაყაროთ კონტეინერში, ზემოდან კი სოლანუმის თესლები მოაყაროთ.
შემდეგ ეს თესლები ქვიშის თხელი ფენით უნდა დაფაროთ და წყლით მსუბუქად  დანამოთ.
კონტეინერი აუცილებლად თბილ ადგილას (220C ტემპერატურაზე) უნდა მოათავსოთ და ზემოდან პოლიეთილენის პარკი ან შუშა გადააფაროთ.
დაახლოებით ორ კვირაში მიწიდან სოლანუმის პირველი ყლორტებიც ამოიწვერება.
მას შემდეგ რაც ყლორტი წამოიზრდება, მცენარე ჩვეულებრივ ნიადაგში გადაიტანეთ და ჩვეულებრივი წესით მოუარეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?