ქრიზანთემა - როგორ ვაყვავილოთ ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლო?

მებაღის რჩევები

11 ივლისი 12:00, 2015 წელი

ქრიზანთემა რთულყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენელი,ყვავილდეკორატიული მცენარეა,რომელიც ფართოდაა კულტივირებული ღია გრუნტსა და ოთახის მემცენარეობაში.

ძველი გადმოცემის მიხედვით, ეს ულამაზესი ყვავილი ახალგაზრდობისა და  ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოა, სამკურნალო თვისებების გამო კი მას დღემდე იყენებენ ფიტოთერაპიაში.
დღეს სწორედ ქრიზანთემას მოვლისა და გამრავლების წესებზე გესაუბრებით:



ქრიზანთემა (ლათ. Chrisanthemum) რთულყვავილოვანთა ოჯახისწარმოადგენელი ერთ ან მრავალწლოვანი მცენარეა, რომელიც 30-მდე სახეობას აერთიანებს და ძირითადად გავ-რცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში.
ქრიზანთემას სიმაღლე საშუალოდ 15-150 სმ აღწევს.
მისი ფოთოლი მუქი მწვანეა, კიდემთლიანი ან კიდენაკვთული, ყვავილები კი შეკრებილია სხვადასხვა ზომის კალათა ყვავილედებად და შეიძლება იყოს - ყვითელი, წითელი, იასამნისფერი, თეთრი და ა.შ. მცენარე, ძირითადად, კულტივირებულია ღია გრუნტში, თუმცა მისი შედარებით დაბალი სახეობების გაზრდა ოთახის პირობებშიც შეგიძლიათ.
ჩინეთში, იაპონიასა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში ქრიზანთემას ღეროს, ფოთოლსა და ყვავილს საჭმელად იყენებენ, ხოლო სამკურნალო თვისებების გამო, მრავალ ქვეყანაში ფართოდაა გავრცელებული ფიტოთერაპიაში.
ძველი გადმოცემების მიხედვით, ქრიზანთემა ახალგაზრდობისა და  ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოდაა მიჩნეული.


 


განათება და ტემპერატურა
მიუხედავად იმისა, რომ ქრიზანთემა სინათლის მოყვარული მცენარეა, მზის პირდაპირი სხივები არ უყვარს. ამიტომ უმჯობესია, კარგად განათებულ ფანჯარასთან მოათვასოთ, დღის ცხელ მონაკვეთში კი თხელი ფარდით მოუჩრდილოთ.
მცენარისთვის იდეალური ტემპერატურა 15-18C0-ია. ეცადეთ, ამაზე მაღალ ტემპერატურას მოარიდოთ, რადგან ზედმეტ სითბოში ფოთლები გაუყვითლდება და ყვავილობასაც მალე დაასრულებს.
ზამთარში აჯობებს, გრილ ოთახში გამოაზამთროთ ან აივანზე გაიტანოთ, რადგან მცენარე -3 C0 ტემპერატურასაც მშვენივრად უძლებს.  



ჰაერის ტენიანობა
მიუხედავად იმისა, რომ ქრიზანთემა ჰაერის დაბალი ტენიანობის პირობებშიც მშვენივრად ძლებს, კარგი იქნება, თუ მას პერიოდულად პულვიზატორით წყალს შეასხურებთ - უმჯობესია დილით ან საღამოს.


 


მორწყვა
ქრიზანთემას ზომიერი და რეგულარული მორწყვა სჭირდება, ისე რომ ნიადაგი სულ მუდამ ტენიანი (არა სველი) ჰქონდეს.
აქტიური ვეგეტაციის პერიოდში მორწყვა შედარებით გააიშვიათეთ, რადგან ამ დროს ზედმეტი მორწყვით შესაძლოა, მცენარეს ტოტები გაუუხეშდეს, ყვავილებმა კი დეკორატიულობა დაკარგოს.
მოსარწყავად უმჯობესია ნადგომი ან წვიმის წყლის გამოყენება.


 


ფორმირება
იმისთვის,რომ ქრიზანთემა ლამაზად დაიბუჩქოს და უკეთესად იყვავილოს, საჭიროა ყვავილობის დასრულებისთანავე გასხლათ.
გასხვლის პროცესი რთული არ არის და მაკრატლის მეშვეობით ტოტების ერთი მესამედით დამოკლებას გულისხმობს.


 


ნიადაგი და გადარგვა
ახალგაზრდა ქრიზანთემა წელიწადში 1-ხელ უნდა გადრგათ, ზრდასრულ მცენარეს კი გადარგვა 2 წელიწადში 1-ხელ ესაჭიროება.
ნიადაგის მიმართ მაინცდამაინც პრეტენზიული არ გახლავთ, მაგრამ მაღალი მჟავიანობის მიწა ურჩევნია. ამისთვის საკმარისია, ჩვეულებრივი ბაღის ფხვიერი მიწა ცოტაოდენი ტორფითა და ნაკელით გააზავოთ. ზაფხულის განმავლობაში, თვეში 1-ხელ, შეგიძლიათ, რომელიმე ორგანული ან მინერალური სასუქითაც გაანოყიეროთ.


 


გამრავლება
ქრიზანთემა შეგიძლიათ გაამრავლოთ: ბუჩქის დაყოფით ან კალმით.
ბუჩქის დაყოფით გამრავლება შედარებით იოლი პროცესია და შეგიძლიათ, მცენარის გადარგვისას განახორციელოთ.
რაც შეეხება ქრიზანთემას კალმით გამრავლებას, ამისთვის საჭიროა: მოაჭრათ ქრიზანთემას 10 სმ. სიგრძის ტოტი, წინასწარ მომზადებული ნიადაგში 1,5 სმ სიღრმეზე მოათავსოთ და ზემოდან შუშის ქილა ან პოლიეთილენის გადაჭრილი ბოთლი დააფაროთ.
დაფესვიანების შემდე, მცენარე მუდმივ ქოთანში უნდა გადაიტანოთ და ჩვეულებრივი წესით მოუაროთ.


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?